სერვისი climbing.ge, არის საინფორმაციო საიტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საცოცი და ალპინისტური მარშრუტების დეტალურ აღწერას და ამ იმფორმაციის მეტად პოპულარიზაციას, რათა ეს იმფორმაცია იყოს მეტად ხელმისაწვდომი, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სპორცმენებისთვის. ჩვენი გუნდი მუდმივად მუსაობს ოიმისთვის, რომ იმფორმაცია ხშირად განახლდეს, დაემატოს მეტი სიახლე და ყველა საცოცი რეგიონი თუ ალპინისტური მარშრუტი იყოს რაც შეიძლება დეტალურად აღწერილი.

საქართველოში მეკლდეურობა და სპორტული ცოცვა ჯერჯერობით არ არის განვითარებული სათანადო დონეზე, მაგრამ ჩვენ მუდამ ვცდილობთ ვიპოვოთ და შევქმნათ თქვენთვის საინტერესო საცოცი რეგიონები. აღმოვაჩინოთ ახალი, საცოცად გამოსადეგი კლდეები და ამ ადგილებში რაც შეიძლება მეტი საცოცი მარშრუტი გავაკეთოთ . სამწუხაროდ ჯერჯერობით ყვეკაფერი ეს ჩვენი პირადი ხარჯებით ხორციელდება, ამიტომაც ეს ყველაფერი საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ პარტნიორობისთის, რათა სპორტის ეს სახეობა უფრო მეტად განვითარდეს. ჩვენ მოხარულები ვიქნებით ყველა ტიპის დახმარებისთვის, იქნება ეს ფინანსური, ტექნიკური თუ გამოცდილების გაზიარება.

ასევე ჩვენს საიტზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ალპინისტური მარშრუტების არწერაც. საქართველოს უდიდესი ნაწილი მტებითაა დაფარული. აქ არის ბევრი ულამაზესი და ტექნიკურად რთული მწვერვალი. როგორიცაა: უშბა, ტეთნულდი, შხარა, მყინვარი, ჭაუხის მასივი და ბევრი სხვა. ამ მთებზე არის ბევრი მარშრუტი . სამწუხაროდ ეს მარშრუტები არ არის აღწერილი. ჩვენ ვცდილობთ შევაგროვოთ და ავღწეროთ ჩვენი თუ სხვის მიერ გავლილი მარშრუტები. თუ თქვენ გაქვთ იმფორმაცია და რომელიმე მარშრუტის აღწერა, თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ის. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება.

თუ თქვენ დაგწირდათ დამატებითი იმფორმაცია ან თქვენ გინდათ გიდის აყვანა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, მოგვწერეთ ქვემოთ მოყვანილი ფორმის მეშვეობით. ჩვენ მალე გიპასუხებთ

Climbing.ge - ის გუნდი ყველას კარ ცოცვას და ვარჯიშს გისურვებთ.