ბორჯომი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ზ.დ. 900მ. მოსახლეობა ~10000 ადამიანი. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ძალიან პოპულარულია სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთა შორის. აქ შეგიძლია დაკავდეთ, როგორც კლდეზე ცოცვით, ასევე სხვადასხვა აქტივობებით: ტრეკინგი, ველო ტური, ჯომარდობა, და სხვა.
დაბა ბორჯომიდან 10 კმ - ში სოფელ ტიმოთესუბანში არის საცოცი რეგიონი. რეგიონის ისტორია წინა საუკუნის 80-იან წლებში იწყებ მაგრამ ბოლო 20-25 წელი რეგიონში არანაირი აქტიობა არ ჩატარებულა. 2021წლის ზამთარში დაიწყო რეგიონის რეაბილიტაცია. დასაწყისისთვის გაკეთდა მხოლოდ 1 სექტორი და 8 მარშრუტი მაგრამ უკვე 2022 წლის ზაფხულისთვის იგეგმება მეტი მარშრუტის გაკეთება.
საუკეთესო დრო რეგიონში საცოცად: გვიანი გაზაფხოლი, ზაფხული შემოდგომის შუამდე. კლდე დღის განმავლობაში უმეტესად ჩრდილშია აიტომაც დღის განმავლობაში უმეტესად ცივა. რეგიონში მისვლამდე გირჩევთ გადაამოწმოთ ამინდი.
დაბა ბორჯომიდან მივდივართ ბაკურიანის მიმართულებით 9კმ-ში შეგვხვდება სოფელი წაღვერი. წაღვერის ცენტრალური მოედნიდან ვუხვევთ მარცხნივ და მივდივართ 700-1000მ-ს სოფელ ტიმოთეს უბნისკენ. მარჯვენა მხარეს შეგვხდება წყარო ( და წყაროს ნიშანი). წყაროსთან ვპოულიბთ მდინარეზე გადასასვლელ ხიდს გადავდივართ ხიდზე და ვხვდებით კლდესთან. აქვე შესაძლებელია მანქანის გაჩერება. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ რუკა.
თემო - Tel - (+995) 598457048. Email - [email protected]
2021წლის ზამთარში დაიწყო რეგიონის რეაბილიტაცია. დასაწყისისთვის გაკეთდა მხოლოდ 1 სექტორი და 8 მარშრუტი მაგრამ უკვე 2022 წლის ზაფხულისთვის იგეგმება მეტი მარშრუტის გაკეთება.
ქანი - ბაზალტი
აგრეთვე აკრძალულია Drytooling-ის ცოცვაც!
გამოიყენეთ ჩაფხუტი თქვენი უსაფრთხოებისათვის !
აგრეთვე აკრძალულია Drytooling-ის ცოცვაც!
გამოიყენეთ ჩაფხუტი თქვენი უსაფრთხოებისათვის !
All information about rock climbing in Georgia. Indoor and Outdoor Climbing Zone. mountaineering ice and mixt climbing in georgia
More