ყინული და დრაითულინგი მცირე მიტარბის ჩანჩქერზე
პატარა მიტარბი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ბაკურიანის თემში). მდებარეობს მდინარე მიტარბულას ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრი, ბორჯომიდან 30 კილომეტრში და თილისიდან 180. მოსახლეობა 50 ადამიანი. სოფელი მდებარეობს კლდეებით და არცთუისე მაღალი მთებით სავსე ულამაზეს ხოუბაში. ხეობის დასაწყისში გვხვდება ჩანჩქერი რომლის მიმდებარედ არის მოწყობილი საცოცი მარშრუტები.
მარშრუტი
საცოცი მარშრუტები გათვლილია მხოლოდ "Dry tooling"-ის საცოცად (არა სპორტული ცოცვისთვის). ცოცვა მთელი წელი არის შესაძლებელი ზამთრის პერიოდში შესაძლებელია გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვაც (მინიმუმ 3 კვრა გადაბმულად 0-ზე დაბალი ტემპერატურისას). დრაი თულინგის ცოცვას შეძლებთ როგორც საცოცი წრიაპით ასევე უბრალო საცოცი ფეხსაცმლით (სკალნით).
როგორ მივიდეთ
სოფელში მოსახვედრად ბორჯომიდან უნდა ვიმოძრაოთ ბაკურიანის მიმართულებით. დაბა წაღვერთან უნდა გადავუხვიოთ მიტარბის მიმართულებით. დიდი მიტარბიდან 15 კილომეტრში მივალთ მცირე მიტარბში. აუცილებელია 4X4 მანქანა, ზამთრის პერიოდში აუცილებელია ზამთრის საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. იხილეთ რუკა.
საუკეთესო დრო
საუკეთესო პერიოდი როდესაც როგორც დრაითულინგის და ყინულზე ცოცვას შეძლებთ იანვრის დასაწყისიდან, მარტის დასაწყისამდეა. აუცილებლად იხილეთ ამინდები სექტორის სტუმრობამდე. დრაითულინგის ცოცვა მთელი წელია შესაძლებელი.
რა დაგჭირდებათ
დრაითულინგის საცოცდა აუცილებელია:
- ექსპრესები 10ც
- ჩაფხუტი
- თოკი 50მ
- დაცვის ქამარი
- საცოცი წერაყინები (ice tools)
- დაცვის სისტემა
კინულზე საცოცად დამატებით აუცილებელია:
- წრიაპი
- ყინულის ბურები