ყინულზე ცოცვა გველეთში
გველეთის გაყინული ჩანჩქერი ყინულზე ცოცვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული ადგილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
გველეთი არის სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სტეფანწმინდის თემში). ის მდებარეობს დარიალის ხეობაში, მდინარე დევდარაკის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს — ზღვის დონიდან 1560 მეტრზე, სტეფანწმინდიდან 9 კილომეტრის დაშორებით.
გველეთის გაყინული ჩანჩქერი ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული ადგილია ყინულზე ცოცვისთვის მთელს საქართველოში. ყინულის სათანადო კონდიციის შემთხვევაში, აქ შესაძლებელია ცოცვა როგორც ქვედა დაზღვევით (Lead Climbing), ისე ზედა დაზღვევის (Top-Rope) მოწყობა.
ეს ლოკაცია თანაბრად საინტერესო და მიმზიდველია როგორც დამწყები, ისე საშუალო დონის სპორტსმენებისთვის.
მარშრუტი
გველეთის ჩანჩქერის სიმაღლე 60 მეტრია. აქ ცოცვა შესაძლებელია როგორც ქვედა დაზღვევით (Lead Climbing), ისე ზედა დაზღვევითაც (Top-Rope).
ზედა დაზღვევის (Top-Rope) მოსაწყობად აუცილებელია ჩანჩქერს მოუაროთ მარცხენა მხრიდან, ავიდეთ ზემოთ და დაეშვათ უშუალოდ ჩანჩქერის თავზე არსებულ სადგურთან, სადაც იკიდება სადაზღვევო სისტემა.
როგორ მივიდეთ
გველეთში მოსახვედრად, სტეფანწმინდიდან უნდა იმოძრაოთ დარიალის ხეობაში, რუსეთის საზღვრის მიმართულებით. დაახლოებით 12 კილომეტრში შეგხვდებათ სოფლის მაჩვენებელი აბრა და გადასახვევი მარცხენა მხარეს. გზაზე აუცილებელია მაღალი გამავლობის ავტომობილი (4x4), ზამთრის საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
სოფლის გადასახვევიდან უნდა გაუყვეთ გზას ჩანჩქერის მიმართულებით დაახლოებით 1.5 კილომეტრი, სანამ ავტოსადგომამდე (პარკინგამდე) არ მიხვალთ. აქედან გზას ვაგრძელებთ ფეხით — მივუყვებით მდინარის ხეობას, სანამ უშუალოდ ჩანჩქერთან არ მივალთ. ბილიკი მარტივად ორიენტირებადია და კარგად არის მარკირებული.
ღამისთევა და განთავსება
დასარჩენად შეგიძლიათ ისარგებლოთ სტეფანწმინდის (ყაზბეგის) რომელიმე სასტუმროთი ან საოჯახო სასტუმროთი. ასევე, შესაძლებელია კარვის გაშლა უშუალოდ პარკინგის ტერიტორიაზე (გაითვალისწინეთ, რომ ღამით ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და საკმაოდ ცივა).
საუკეთესო დრო
საცოცად საუკეთესო პერიოდი იანვრის დასაწყისიდან მარტის დასაწყისამდეა. სექტორში გამგზავრებამდე აუცილებლად შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი.
რა დაგჭირდებათ
- თოკი 60 м (2 ც) ან 120 м (1 ც)
- წერაყინი (ყინულის ინსტრუმენტი)
- წრიაპი
- დაცვის სისტემა
- კარაბინი (4-5 ცალი.)
- დაცვის ქამარი
- ჩაფხუტი
ქვედათი ცოცვისთვის
- 7-8 ყინულის ბური და ექსპრესი
ინფორმაცია
Guga - Mail: [email protected] Tel: (+995) 557 300 700.
Temo - Mail; [email protected] Tel: (+995) 598 45 70 48