ყინულზე ცოცვა მლეთაში (გუდაურთან ახლოს)
მლეთას ჩანჩქერი კარგი ადგილია ყინულზე ცოცვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად
მლეთას ჩანჩქერი იდეალური ადგილია მათთვის ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი გამოცდილების მიღება.
რეგიონი კარგია შედარებით გამოცდილი ალპინესტებისთვის. ვისაც უკვე აქვს გამოცდილება ყინულზე ცოცვის და თოვლში სიარულის.
მარშრუტი
რეგიონში არის 3 გაყინული ჩანჩწერი. მათგან 2 (უკიდურესი მარჯვენა და უკიდურესი მარცხენა) შედარებით რთულია (WI5), მეტი ვერტიკალური მონაკვეთების გამო. შუა ჩანჩწერი შედარებით მარტივია, (WI4) ახასიათებს მეტი დაწვენი მონაკვეთები და ზედა ნაწილში მეტი თაროები.
ჩანჩქერის ქვემოდან ცოცვამდე კარგად შეამოწმეთ მისი სისქე სათანადო დაცვის გასაკეთებლად. იმ შემთხვევაში თუ არ ხართ დარწმუნებული ყინულის ხარისხში კატეგორიულად დაუშვებელია ქვემოდან ცოცვა.
შესაძლებელია ასევე ზედა დაცვის დაკიდებაც. ამისთვის ჩანჩწერებს უნდა შემოუაროთ მარცხნიდან. კულუარის დაწყებისთანავე უნდა შევყვეთ მარცხენა მხარეს. გზად შეგვხვდება პატარა მდინარე რომლისგანაც უნდა გავიდეთ მარცხნივ (მდინარის კალაპოტს გაყოლა უსაპრთხო არ არის). შემოუაროთ მცირე ბორცვს საიდანაც ვიწყებთ შესვლას მარჯვნივ. პირველ ჩანჩქერს შევხვდებით ძალაინ მალე როლს მარცხენა მხარე (წინა მხრიდან მარჯვენა მხარეს) არის 2 შლამბურზე გამზადებული სადგური. სადგურის მოსაძებნად უნდა დავეშვათ 7-8 მეტრი დიდი ხიდან. (შეარჩიეთ სანდო ხე დასაშვებად.)
შუა ჩანჩქერს სადგური არ აქვ ამიტომაც შესაძლებელია საგდურის აქყობა ხიდან.
უკიდურეს მარცხენა (ქვემოდან მარჯვანა) ჩანჩქერს საგური აქვს მარჯვენა მხარეს. ასევე უნდა დავეშვათ დიდი ხიდან.
როგორ მივიდეთ
რეგიონი მდებარეობს სოფელ დიდ მლეთას და გუდაურს შორის. მასთან მისასვლელად სოფელ მლეთადან უნდა გავემართოდ გუდაურის მიმართულებით. სერპანტინის დაწყების შემდეგ ფირველივე მოსახვევში ვუხვევთ მარცხენა მხარეს (გუდაურისკენ მიმავალი გზის საპირისპირო მიმართულებით). აქედან მივყვებით 2.5 კილომეტრი გრუნტის გზას (აუცილებელია ზამთრის საბურავების ქონა). 2,5 კილომეტრის შემდეგ მარცხენა მხარეს დავინახავთ საპარკინგე ზონას და მარჯვენა მხარე 3 გაყინულ ჩანჩქერს. (მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ რუკა)
აქ ვტოვებთ მანქანას და მივყვენით ფერდს ჩანჩქერებისკენ. ჩანჩქერს (მარცხენა 2 და მარცხე 1) ერთმანეთისგან ყოფს ქედი რომლის გადაკვეთა შესაჩლებელია მხოლოდ შემოვლით ამიტომაც თავიდანვე უნდა გავთვალოთ მიმართულება და შესაბამისად მარცხენა ჩანჩწერებთან მისასვლელად უნდა გავყვეთ ქედის მარცხნივ ფერდს. რომელიც შეგვიყვან კულუარის მსგავს ადგილს, რომელსაც შუაში მიუყვევა მცირე მდინარე და მალევე მივალთ ჩანჩწერთან. ხოლო მარჯვენა ჩანჩქერთან მისასვლელად შევყვეთ ქედის მარჯვენა ფერდს ან მივყვეთ თვითონ ქედის ზედა ნაწილს. (მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ რეგიონის ამსახველი სურათი)
საუკეთესო დრო
ჩანჩქერი გაყინვას იწყებს დეკემბრის შუის შემდეგ, მაგრამ საუკეთესო დრო საცოცად თებერვლის დასაწყისიდან მარტის პირველი მესამედამდეა.