საცოცი დარბაზი სტეფანწმინდა (ყაზბეგი)

სტეფანწმინდის საცოცი დარბაზი მდებარეობს ადგილობრივ სპორტულ კომპლექსში, ქალაქის ცენტრთან ახლოს

სტეფანწმინდის საცოცი დარბაზი მდებარეობს სტეფანწმინდის სპორტული კომპლექსის შენობაში. დარბაზში დაგხვდებათ 12-მეტრიანი სპორტული ცოცვის (Lead/Top-rope) კედელი და 4.5-მეტრიანი ბოლდერინგის კედელი. დარბაზი არ მუშაობს მუდმივი საჯარო გრაფიკით — ის ძირითადად განკუთვნილია ადგილობრივი სპორტული ჯგუფების ვარჯიშებისთვის, სპორტული ღონისძიებებისა და შეჯიბრებებისთვის.

როგორ მივიდეთ

დარბაზი მდებარეობს სტეფანწმინდის ცენტრიდან 650 მეტრში, რის გამოც ცენტრიდან ფეხით მისვლა ძალზე მარტივია, დაახლოებით 7-10 წუთის სავალი. (იხილეთ რუკა)

რა დაგჭირდებათ

დარბაზში არ არის აღჭურვილობის გაქირავების სერვისი, რის გამოც აუცილებელია თან იქონიოთ პირადი აღჭურვილობა (საცოცი ფეხსაცმელი, საცოცი სისტემა/ქამარი, მაგნეზია, თოკი და სხვა).