ქუთაისის საცოცი დარბაზი

ქუთაისის საცოცი დარბაზი ქუთაისის სპორტული კომპლექსის შენობაში მდებარეობს. დარბაზში განთავსებულია როგორც სპორტული ცოცვის, ისე ბოლდერინგის კედელი.

ქუთაისის საცოცი დარბაზი ქუთაისის სპორტული კომპლექსის შენობაში მდებარეობს. დარბაზში წარმოდგენილია როგორც სპორტული ცოცვის (Lead/Top-rope), ისე ბოლდერინგის კედლები: ბოლდერინგის სიმაღლე 4.5 მეტრია, ხოლო სპორტული ცოცვის კედლის — 10 მეტრი.


მნიშვნელოვანი შეტყობინება: დარბაზი არ მუშაობს მუდმივი საჯარო გრაფიკით — ის ძირითადად განკუთვნილია ადგილობრივი სპორტული ჯგუფების ვარჯიშებისთვის, სპორტული ღონისძიებებისა და შეჯიბრებებისთვის.


ბავშვთა ჯგუფების ვარჯიშის განრიგია: ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი, 16:00-დან 18:00 საათამდე


დარბაზში მისვლამდე აუცილებლად დაუკავშირდით ადმინისტრაციას, რათა დააზუსტოთ სამუშაო საათები და თავიდან აიცილოთ გაუგებრობა.

როგორ მივიდეთ

დარბაზი მდებარეობს ქუთაისის სპორტულ კომპლექსში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ მოხვედრა მარტივად შეგიძლიათ როგორც მუნიციპალური ტრანსპორტით, ისე პირადი ავტომობილით (იხილეთ რუკა).

რა დაგჭირდებათ

დარბაზში არ არის აღჭურვილობის გაქირავების სერვისი, რის გამოც აუცილებელია თან იქონიოთ პირადი აღჭურვილობა (საცოცი ფეხსაცმელი, საცოცი სისტემა/ქამარი, მაგნეზია, თოკი და სხვა).

ინფორმაცია

კოტე გიორგაძე - 558 10 25 00