მესტიის საცოცი დარბაზი
მესტიის საცოცი დარბაზი მდებარეობს დაბა მესტიის ცენტრთან ახლოს, ადგილობრივი სპორტული კომპლექსის შენობაში.
მესტიის საცოცი დარბაზი მდებარეობს დაბა მესტიაში, ცენტრთან ახლოს — ადგილობრივი სპორტული კომპლექსის შენობაში.
დარბაზში დაგხვდებათ რთული ცოცვის (Lead/Top-rope) 2 კედელი და აწყობილი საცოცი მარშრუტები.
დარბაზში უმეტესად ადგილობრივი სპორტსმენები ვარჯიშობენ. ის ღიაა სამუშაო დღეებში და ხშირად შესაძლებელია ცოცვა სხვა სპორტული სექციების (მაგალითად: ძიუდო, ჭიდაობა) ვარჯიშების პარალელურად. მიუხედავად ამისა, მისვლამდე სასურველია წინასწარ დაუკავშირდეთ ადგილობრივ სპორტსმენებს ზუსტი გრაფიკის დასაზუსტებლად.
როგორ მივიდეთ
დარბაზი მდებარეობს მესტიის ცენტრიდან 500 მეტრში, სადაც მოხვედრა მარტივად, ფეხითაა შესაძლებელი (იხილეთ რუკა).
რა დაგჭირდებათ
დარბაზში არ არის აღჭურვილობის გაქირავების სერვისი (თოკი, საცოცი სისტემა/ქამარი, საცოცი ფეხსაცმელი, ექსპრესები), რის გამოც აუცილებელია თან იქონიოთ თქვენი პირადი აღჭურვილობა.