მულახის საცოცი დარბაზი
მულახის საცოცი დარბაზი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მდებარეობს. დარბაზში განთავსებულია მხოლოდ სწრაფი ცოცვის (Speed Climbing) კედელი.
დარბაზი არ მუშაობს მუდმივ რეჟიმში — ის განკუთვნილია ადგილობრივი სპორტული ჯგუფების ვარჯიშებისთვის, სპორტული ღონისძიებებისა და შეჯიბრებებისთვის.
როგორ მივიდეთ
მოლახის საცოცი დარბაზი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში არსებულ სპორტულ კომპლექსში მდებარეობს. მისასვლელად მესტიიდან თეთნულდი/უშგულის მიმავალ გზიდან უნდა გადაუხვიოთ სოფელი მულახის შესასვლელში გადახვიდეთ მდინარეზე და გაუწვეთ გზას სოფლის ბოლომდე, სასურველია 4X4 მანქანა. (იხილეთ რუკა)