ნიქოზის საცოცი დარბაზი

„ნიქოზის საცოცებელი დარბაზი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში, ოკუპირებული სამაჩაბლოს საზღვრიდან 1 კილომეტრში.

ნიქოზი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ნიქოზის ადმინისტრაციული ერთეული). სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 850 მეტრზე, გორიდან 28 კილომეტრში. მოსახლეობა შეადგენს 643 ადამიანს. 2011 წლიდან სოფელში ყოველწლიურად იმართება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“. მდებარეობს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან.

სოფელი მნიშვნელოვნად დაზარალდა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად: დაიბომბა და გაიძარცვა საცხოვრებელი უბნები, დაინგრა ღვთაების კომპლექსის საეპისკოპოსო სასახლე. სოფლის უსაფრთხოებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი.

საცოცებელ დარბაზში დაგხვდებათ 4–4.5 მეტრი სიმაღლის ბოლდერინგის კედლები და სხვადასხვა სავარჯიშო ინვენტარი (ტრენაჟორები).

დარბაზი მუშაობს კვირაში 2 დღე, უმეტესად ადგილობრივი ბავშვების სავარჯიშოდ.

დარბაზში ცოცვის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას.

როგორ მივიდეთ

ზემო ნიქოზი გორიდან 28 კილომეტრში, ხოლო თბილისიდან 95 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში მოსახვედრად ცენტრალური მაგისტრალიდან უნდა გადაუხვიოთ მუნიციპალურ გზაზე და იმოძრაოთ ჩრდილოეთით, ოკუპირებული სამაჩაბლოსკენ (იხილეთ რუკა).

გაითვალისწინეთ, რომ სოფლის შესასვლელში დაგხვდებათ გამშვები პუნქტი, სადაც რეგისტრაცია სავალდებულოა პირადობის მოწმობით ან პასპორტით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოფელში შესვლა შეუძლებელია.

რა დაგჭირდებათ

დარბაზში არ არის აღჭურვილობის გაქირავების სერვისი, ამიტომ ცოცვისთვის აუცილებელი ინვენტარი თან უნდა იქონიოთ.

ინფორმაცია

ლაზარე კომახიძე - (+995) 598 21 23 10