კაცხის მეკლდეურების სახლი

თუ იდეალურ საბანაკე სივრცეს ეძებთ ჭიათურის რეგიონში კაცხის სახლი იდეალური არჩევანია.

მოგესალმებით კაცხის სახლში

აქედან იწყება ჭიათურაში თანამედროვე მეკლდეურობის ისტორია 

2006 წლიდან მას შემდეგ რაც დავიწყე სტანდარტული და თანამედროვე საცოცი ბილიკების კეთება ჭიათურაში და დანარჩენ საქართველოში სადაც კი გვაქვს საცოცი რეგიონები,ამ სახლში ბევრმა მთამსვლელმა და მეკლდეურმა გამოიარა 

ამ სპორტის დიდმა გულშემატკივარმა შეიძინა ეს სახლი და გადაწყვიტა რომ კარგ საქმეს დახმარებოდა რისთვისაც დიდი მადლობა მას. 

რომ არა ეს ბაზა ბევრად უფრო რთული იქნებოდა ჩემთვის ამ რაიონის სპორტული განვითარება  🤟

წლების განმავლობაში ნელნელა ხდებოდა ინფრასტრუქტურის განახლება  ბოლო წლებში კი საკმაო წინსვლა გვქონდა ამ მიმართულებით🤟

ახლა კი შესაძლოა საკმაოდ კომფორტულ პირობებში დარჩენა და ვარჯიში მიმდებარე კლდეებზე 🧗

რაც შეეხება პირობებს: არის სახლი საძინებლებით სასადილო ოთახი სამზარეულო და აბაზანა.

ასევე ეზოში არის დიდი საკარვე ტერიტორია, საპარკინგე და ღია სასადილო სივრცე.

ბანაკი ღიაა მსურველებისთვის ნებისმიერ დროს. სასურველია წინასწარი დაჯავშნა. 

რაც შეეხება ფასებს : 

სახლში 1 ადამიანი 15 ლარი საკარვე 1 ადამიანი 10 ლარი

შემოსული თანხა ხმარდება ბანაკის განვითარებას და ჭიათურაში ახალი საცოცი ბილიკების მოწყობას რაც მოგეხსენებათ არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა 😁

გელოდებით ბანაკში 🤟🧗