ჯავახიშვილის კლასიკური მარშრუტი (3A)

AD, M1, 300M, 5A (3A - RUS)

P0 მარშრუტი იწყება ლეონიძე - ჯავახიშვილის კულვარიდან. კულვარიდან ავდივართ უნაგირამდე, სადაც გვხვდება დიდი ქვა. ქვის მარცხნივ ვპოულობთ ქიმზე აწყობილ სადგურს.

მარშრუტი


P1 - სადგურიდან არის ასვლის 2 ვარიანტი. პირველი - სადგურის მარცხნივ არსებული ბუხარით გავდივართ ტაროზე, სადაც გვხვდება პალოებით აწყობილი სადგური.

მეორე - სადგურის ტავზე არსებული ნაპრალი ავდივართ თაროზე.

P2 - სადგურიდან გავდივართ მარჯვნივ. დახრილი ნაპრალით გავდივართ ბრტყელ გადაწვენილ კლდეზე. კედელზე შესაძლებელია ვიპოვოთ პალოები. ვაგრძლებეთ ცოცვას და ვპოულობთ სამ პალოზე აწყობილ სადგურს.

P3 - სადგურიდან ვაგრძელებთ ცოცვას და გავდივართ თაროზე. ტაროზე ვპოულობთ ქიმზე აწყობილ სადგურს.

Top - სადგურიდან მარცხნივ მივდივართ ბილიკით, რომელსაც გავყავართ მწვერვალ ჯავახიშვილზე.

 

ჯავახიშვილის კლასიკური მარშრუტი, ყველაზე მარტივი გზაა მა მთის მწვერვალზე მოსახვედრად. მარშრუტი საკმაოდ მარტივია, ამიტომ მისი ცოცვა დამწყები ალპინისტისთვის იქნება ყველაზე კარგი. მათთვის ვინც ახლა იწყებს მთაში სიარულს. მარშრუტი სულ სამი თოკისგან შედგება, რომელთა სირთულე 5A -ს (F) არ აღემატება.

პირველი საბანაკედან კულვარის ძირამდე მისასვლელად 2:00 – 2,5 საათი დაგჭირდებათ.

მეორე საბანაკედან 00: 45 – 1,5 საათი.

საშუალო დრო კულვარიდან წვერამდე 4- 5 საათი.

საუკეთესო დრო

საუკეთესო დრო მარშრუტის გასავლელად ზაფხულის პერიოდია. ამ დროს ნალექების რაოდენობა ყველაზე მცირეა და ტემპერატურა ყველაზე მაღალი (12-დან - 0-გრადუსამდე), მაგრამ შესაძლებელია ზამთრის პერიოდში მარშრუტზე გასვლა. გასითვალისწინეთ: ზამთარში კულუარში ბევრად მეტი თოვლია და ხშირია ზვავები. ტემპერატურა -15-დან -25-თ გრადუსამდე მერყეობს.

ინფორმაცია

თემო - [email protected]