კამერუნი კლასიკა (3A)
AD, M1, 600M, 5A (3A - RUS)
კამერუნის კლასიკური მარშრუტი ერთერთი საინტერესო და განსხვავებული მარშრუტია ჭაუხის მასივში. მარშრუტი საინტერესო იქნება დამწყებ და საშუალო დონის ალპინისტებისთვის
მარშრუტი
P0 - მარშრუტი იწყება ასათიანი - კამერუნის კულუარის დასაწყისში. გრძელი კულუარით ავდივართ უნაგირზე (კულუარის გავლის საშუალო დრო 2-3 საათი.) კულუარის მარცხენა კედელზე ვიყყებთ ცოცვას.
P1 - ვიწყებთ ცოცვას კედელზე, თანდათან შევდვართ მარცხენა მხარეს. უნაგირიდან 10მ-ში ვპოულობთ პალოს აქედან ისევ მარცხნივ ცოცვით შევდივართ ქვიან ქედზე სადაც ვპოულობთ პალოებზე აწყობილ სადგურს.
P2 - ვაგრძელებთ ცოცვას ზემოთ და გავდივართ ქედზე. ვატრავერსებთ მარცხნივ და ქედის ყველაზე მაღალ წერტილში ვპოულობთ ქიმზე აწყობილ სადგურს.
TOP - სადგურინან ჩავდივართ 8-9 მეტრს ქვემოთ და ვხვდებით სწორ ბაქანზე (თაროზე). აქედან ერთდროული სიარულით ვაგრძელებთ მწვერვალისკენ სიარულს. მწვერვალს ვუვლით მარჯვენა მხრიდან და ავდივართ ვიწრო მოსწორებული ზედაპირის მწვერვალზე (მწვერვალზე გვხდება ტური)
რა დაგჭირდებათ
მარშრუტზე დაგჭირდებათ:
- თოკი 50მ
- ზაკლადკები 4-5ც საშუალო ზომები
- ფრენდები 3-4ც საშუალო ზომები
- ექსპრესი 4-5ც
- კარაბინი 3-4ც და თვითდაცვა
- დაცვის-დასაშვები სისტემა
- დაცვის ქამარი და ჩაფხუტი
- წრიაპი წერაყინი (დამოკიდებულია თოვლის სიმრავლეზე კულუარში)
ზამთრის პერიოდში დამატებით დაგჭირდებათ
- თოვლის ფეხსაცმელი (სნეგასტუპები)
- ყინულის ბური 2-3ც