ჭელიძე: მწვერვალი ჯავახიშვილი ჩრდილოეთიდან

D 300M 5A (4B RUS)

ჭელიძის მარშრუტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ლოგიკური ხაზია ჭაუხის მასივში. იგი შესანიშნავი არჩევანია როგორც საშუალო, ასევე მაღალი დონის ალპინისტებისთვის.


მიდგომა:

ჭაუხის საბაზო ბანაკიდან (CAMP-1) გაემართეთ სამხრეთ-აღმოსავლეთით, აყევით ბალახოვან ფერდობს მწვერვალ ჯავახიშვილის მიმართულებით. ბალახოვანი საფარის დასრულების შემდეგ იწყება ქვიანი, ნაშალი საცოცი ბილიკი, რომელიც უნაგირისკენ მიდის. მალევე მიადგებით 30-მეტრიან კედელს, რომლის გადალახვაც შესაძლებელია როგორც პირდაპირი ცოცვით, ასევე მარჯვნიდან — კულუარის (ფართო "ბუხრის") გავლით. ამის შემდეგ გამოხვალთ უნაგირზე, დიდ ქვასთან, საიდანაც იწყება უშუალოდ მარშრუტის ტექნიკური ნაწილი.

მარშრუტი

მონაკვეთების (თოკების) აღწერა:

  1. თოკი 1 (50 მ / 5a): იწყება მცირე ნაპრალით, რომელიც გადადის ფართო შიდა კუთხეში (5a სირთულე). მთელ თოკს მიჰყვება ლოგიკური ნაპრალი. პატარა "ბუხარში" შეხვდებით გაჭედილ ქვას ("საცობს"), რომლის გადალახვის შემდეგაც ოდნავ მარცხნივ ტრავერსით შედიხართ შიდა კუთხეში და გამოდიხართ სადგურთან (ნაშალ/კლდოვან თაროზე).
  2. თოკი 2 (50 მ / 5c/+): ვაგრძელებთ ცოცვას უფრო ტექნიკურ და რთულ რელიეფზე (5C/+). მონაკვეთი აღჭურვილია ფიქსირებული ანკერებით/ბოლტებით. ცოცვა გრძელდება საშუალო ზომის თარომდე, სადაც მოწყობილია სადგური.
  3. თოკი 3 (50 მ): სადგურთან გვხვდება დატოვებული თოკი, რომლითაც 4–5 მეტრით ჩავდივართ ქვემოთ და მცირე ქანქარით ("მაიატნიკით") გადავდივართ ჩვენგან მარცხნივ არსებულ ღარში. მივყვებით ღარს (ან 3 შესაძლო ბუხრიდან შუა, ყველაზე იოლ ხაზს), ვამაგრებთ დაცვებს საშუალო და დიდი ზომის ფრიენდებით/საკვეხებით და გავდივართ დიდ თაროზე.
  4. თოკი 4 (50 მ): თაროდან ცოცვა გრძელდება პირდაპირ კედლის სუფთა ნაპრალში, სანამ არ მოხვდებით საშუალო ზომის თაროზე.
  5. თოკი 5 (50 მ): ვაგრძელებთ ცოცვას მარცხნივ მიმავალი ნაპრალით, რომელიც გადის დიდ, ნაშალ თაროზე.


მწვერვალი და დაშვება:

დიდი თაროდან ერთდროული სიარულით (одновременно) მივყვებით თოვლიან-ქვიან თაროსა და რელიეფს, სანამ არ შევუერთდებით ჯავახიშვილის კლასიკური მარშრუტის (3A) ბოლო თოკს/ბუხარს. აქედან კლასიკური გზის დასასრულის მიყოლით გამოხვალთ უშუალოდ მწვერვალზე.


  1. დაშვება: ჯავახიშვილის კლასიკური 3A მარშრუტით.
  2. საერთო დრო: 8–9 საათი.