მწვერვალი ჯავახიშვილის სამხრეთ კედელი "ილიაუნი"
TD+/ED (5A RUS)
დილის საათებში მარშრუტი მზეშია, ამიტომ მისი ცოცვა სასიამოვნოა, როგორც ზაფხულში, ასევე ზამტარში.
პირველი ბანაკიდან მარშუტის ძირამდე მისასვლელად 2,5 – 3,0 საათი დაგჭირდებათ.
მეორე ბანაკიდან 1,0 -1,5 საათი.
საშუალო დრო მარშრუტის ძირიტად მწვერვალამდე 4-6 საათი.
მარშრუტი
მარშრუტი იწყება ლეონიძე - ჯავახიშვილის კულუარის მარცხნივ. ნაყარ ფერდზე შევდივართ კედლის ძირამდე, მარცხენა მხარეს ვპოულობთ ნაპრალს. აქედან იწყება მარშრუტი.
P0 - ვიწყებთ ცოცვას ფართე ნაპრალში(დაცვისთვის გამოიყენეთ დიდი ზომის ჩასადები ელემენტები), გავდივართ ვიწრო ტაროზე და ქიმზე ვაკეთებთ დაცვას. სადგურიდან ვაგრძელებთ ცოცვას მარჯვნივ. 4-5 მეტრიანი კედლით გავდივართ დიდ ტაროზე, გავდივართ მარჯვნივ და ქიმზე ვაკეთებთ სადგურს, დიდი ბუხრის ძირში.
P1 - ვიწყებთ ცოცვას ბუხარში, ბუხრის მარჯვნივ და მარცხენა კედელზე ბევრი ნაპრალია დაცვის გასაკეთებლად. ბუხრის თავზე გვხვდება დიდი ქვების ვარდნის შედეგად წარმოქმნილი ჭერი. მარცხენა მხარეს ვპოულობთ ვიწრო გასაძრომს და გავდივართ თაროზე. გასაძრომის თავთან გვხვდება ქიმზე აწყობილი სადგური.
P1.5 - სადგურის მარცხნივ ერთდროული სიარულით მივუყვებით თაროს, ავდივართ 5მ სიმაღლის მარტივ კედელზე და ვხვდებით დიდი კედლის ძირას არსებულ ტაროზე.
P2- დიდ კედელზე შუაში მივუყვებით ღარს (ყველაზე დიდი ღარი), მივყვებით ღარს, მარჯვენა მხარეს გვხვდება თარო და თაროს 4მ მაღლა ვპოულობთ 2 პალოს, რომელზეც ვაწყობთ სადგურს.
P3 - ვაგრძელებთ ცოცვას ღარში, სანამ არ გადავალთ გადაწვენილ კედელზე, ნატეხი, ნაშალი ქანით.
კედელზე ბევრია ვიწრო ღარი. ვაგრძელებთ ცოცვას კედლის შუაში და ვხვდებით ვიწრო თაროზე, სადაც ვაკეთებთ სადგურს (სადგურის გაკეთება ამაზე მაღლა რეკომენდირებული არ არის).
P4 - ვაგრძელებთ ცოცვას პირდაპირ, სანამ არ მოვხვდებით დიდი ბუხრის ქვემოთ, დიდ თაროზე. ბუხრის ძირში ვაკეთებთ სადგურს.
P5- ვაგრძელებთ ცოცვას დიდ ბუხარში, სანამ არ გავალთ მორიგ დიდ ტაროზე. აქედან ვიწყებთ ერთდროულად სიარულს.
TOP - თაროდან ვაგრძელებთ ერთდროულად ცოცვას, მარტივ რელიეფზე. გავდივართ მწვერვალის ძირში. პატარა თაროზე ვუვლით მწვერვალს დასავლეთის მხრიდან ( მივდივართ მარცხნივ) ვხვდებით ბუხარში. ბუხრიდან გასვლისთანავე ვხვდებით მწვერვალზე.
საშუალო დრო მარშრუტის ძირიტად მწვერვალამდე 4-6 საათი.
როგორ მივიდეთ
პირველი ბანაკიდან მარშუტის ძირამდე მისასვლელად 2,0 – 3,0 საათი დაგჭირდებათ.
მეორე ბანაკიდან 0.5 -1,0 საათი.
საუკეთესო დრო
დილის საათებში მარშრუტი მზეშია, ამიტომ მისი ცოცვა სასიამოვნოა, როგორც ზაფხულში, ასევე ზამტარში.
საუკეთესო დრო მარშრუტის გასავლელად ზაფხულის პერიოდია. ამ დროს ნალექების რაოდენობა ყველაზე მცირეა და ტემპერატურა ყველაზე მაღალი (12-დან - 0-გრადუსამდე), მაგრამ შესაძლებელია ზამთრის პერიოდში მარშრუტზე გასვლა. გასითვალისწინეთ: ზამთარში კულუარში ბევრად მეტი თოვლია და ხშირია ზვავები. ტემპერატურა -15-დან -25-თ გრადუსამდე მერყეობს.
რა დაგჭირდებათ
ინფორმაცია
თემო - [email protected]