მწვერვალი ჯავახიშვილის ჩრდილოეთიდან (ფრიდონ ჯოხაძის მარშრუტი)
მიდგომა: ჭაუხის ბანაკიდან (CAMP-1) გაემართეთ სამხრეთ-აღმოსავლეთით, ცირკის მიმართულებით. მემომიალურ ჯვრიდან ზემოთ არსებული პლატოდან (იწამდე სანამ ცირკისკენ მიმავალ აღმართს შეუდგებით) შედით მარცხნივ მარშრუტის დასაწყისისკენ. აყევით ნაწილობრივ ბალახოვან საფეხუროვან ფერდობს (საჭიროების შემთხვევაში თოკში ჩაბმული ერთდროული სიარულით) მცირე თარომდე (პლატფორმამდე), საიდანაც იწყება კედელი.
მარშრუტი
მონაკვეთების (თოკების) აღწერა:
- 1 მონაკვეთი (R1 - 40 მ | სირთულე V | დახრილობა 70°): თაროდან გაჰყევით კედლის მარცხენა მხარეს არსებულ დიდ ნაპრალს/ბუხარს უნაგირამდე. სადგური ეწყობა პიტონებზე (პრიჭებზე).
- 2 მონაკვეთი (R2 - 40 მ | სირთულე V | დახრილობა 70°): კვლავ გაჰყევით მარცხენა ნაპრალს კარნიზის (გადმოქანების) ძირამდე. სადგური ეწყობა პიტონებსა და ჩაკიდებულ წერტილებზე (ძირში არის 3 მ ფიქსირებული თოკი).
- 3 მონაკვეთი (R3 - 35–40 მ | სირთულე VI | დახრილობა 80° - საკვანძო): ტრავერსით გადადით ნაპრალის მარჯვენა მხარეს თაროზე (5–10 მ) და გადალახეთ რთული, გადმოქანებული კარნიზის მონაკვეთი კულუარის ძირამდე.
- 4 მონაკვეთი (R4 - 50 მ | სირთულე IV | დახრილობა 60°): 10–15-მეტრიანი კლდოვანი ფილის გავლით გამოხვალთ დიდ თაროზე, სადაც ეწყობა სადგური.
- 5 მონაკვეთი (R5 - 50 მ | სირთულე V | დახრილობა 60°): გაჰყევით თხემს 80 მეტრის მანძილზე, რომლის ბოლოს შეგხვდებათ 5-მეტრიანი წითელი კედელი (ტექნიკური მონაკვეთი).
- 6 მონაკვეთი (R6 - 60 მ | სირთულე IV | დახრილობა 60°): გაიარეთ 30–40 მეტრი განცალკევებულ კედლებზე (გადახტომა/გადაბიჯება) და დაეშვით 10 მეტრი უნაგირამდე.
- 7 მონაკვეთი (R7 - 50 მ | სირთულე V | დახრილობა 60–70°): აყევით დიდ ლოდს; გაიარეთ მარჯვნიდან, გამოხვალთ გვერდით მხარეს და ისევ დაბრუნდებით პატარა თაროზე.
- 8 მონაკვეთი (R8 - 50 მ | სირთულე V | დახრილობა 60°): გაჰყევით ნაპრალს, რომელიც გადის ქვასთან, სადაც ეწყობა სადგური.
- 9 მონაკვეთი (R9 - 40 მ | სირთულე V | დახრილობა 70–80°): ოდნავ მარჯვნივ გაჰყევით ნაპრალს კარნიზის ძირამდე, სადაც ბევრი ძველი პიტონია.
- 10 მონაკვეთი (R10 - 40 მ | სირთულე V | დახრილობა 80°): შემოსუარეთ კარნიზს მარჯვნიდან, აყევით კლდოვან სვეტს, შემდეგ ოდნავ მარცხნივ თაროზე.
- 11 მონაკვეთი (R11 - 40 მ | სირთულე V | დახრილობა 80°): თარო გრძელდება უღელტეხილამდე, კედლის ძირში მდებარე დიდ ქვასთან.
- 12 მონაკვეთი (R12 - 30 მ | სირთულე V | დახრილობა 80–90°): 30-მეტრიანი ციცაბო კლდოვანი ფილის/კედლის გავლით მიაღწევთ დიდ თაროს.
- 13 მონაკვეთი (R13 - 20 მ | სირთულე IV | დახრილობა 45°): გაიარეთ მცირე დახრილობის იოლი თარო/პლატფორმა.
- 14 მონაკვეთი / მწვერვალის თხემი (R14 - 55 მ | სირთულე V | დახრილობა 70–80°): ბოლო კედლის/ბუხრის გავლით გამოხვალთ თხემზე, საიდანაც მარტივი თხემით (200–300 მ) მიდიხართ პირდაპირ ჯავახიშვილის მწვერვალზე.
ხანგრძლივობა: 12–14 საათი
დაშვება: ჯავახიშვილის კლასიკური 3A მარშრუტით