მყინვარწვერის კლასიკური მარშრუტი
PD (2A RUSS)
მყინვარწვერის კლასიკური მარშრუტი ყველაზე პოპულარული გზაა მწვერვალისკენ, რომელზეც ყოველწლიურად ათასობით ალპინისტი ადის.
მარშრუტი ტექნიკურად საკმაოდ მარტივია, თუმცა აუცილებელია კარგი ფიზიკური მომზადება და შესაბამისი აკლიმატიზაცია.
აკლიმატიზაციისთვის რეკომენდებულია ერთი დღე დასვენება ბეთლემის ქოხში. ამ დღეს სასურველია მცირე გასვლა ბეთლემის ეკლესიისკენ — როგორც მსუბუქი აქტივობა, ასევე ხედებისა და გარემოს გასაცნობად.
მარშრუტი
მარშრუტი იწყება ბეთლემის ქოხიდან (მეტეოსადგურიდან). აქედან მივდივართ ჩრდილოეთის მიმართულებით და მივუყვებით ფერდობს მყინვარის გასწვრივ. მეტეოდან გასვლის შემდეგ გზაზე გხვდება საბანაკე ადგილი — ჯვრის საბანაკე, რომელსაც ავუვლით გვერდს და ვაგრძელებთ მოძრაობას ჩრდილოეთისკენ.
ცოტა ხნის სიარულის შემდეგ მივდივართ „ხმაურასთან“, სადაც ხშირია ქვათაცვენა. ამიტომ აუცილებელია ჩაფხუტის დაფარება და საჭიროების შემთხვევაში — წრიაპის ჩაცმა. „ხმაურის“ გავლის შემდეგ აუცილებელია თოკში ჩაბმა.
შემდეგ მივდივართ მყინვარის პლატოზე, საიდანაც გეზს ვიღებთ ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და მივუყვებით დასავლეთის ფერდს. ხშირი ნაპრალების გამო აუცილებელია თოკში ჩაბმულად სიარული, ასევე — წრიაპის ჩაცმა და საჭიროების შემთხვევაში წერაყინით გადაადგილება.
ფლატოდან გადავდივართ სამხრეთისკენ დახრილ ფერდობზე (დახრილობა დაახლოებით 25-35 გრადუსი) და შევდივართ ორ მწვერვალს შორის მდებარე უნაგირზე (ჩრდილოეთ და სამხრეთ მწვერვალებს შორის).
აქედან, ყინულის ფერდობით (დაახლ. 35-40 გრადუსი) მივდივართ ჩრდილოეთისკენ და გავდივართ მწვერვალზე.
მეტეოდან გასვლის დრო: ღამის 2 საათი.
მარშრუტის ხანგრძლიობა (ბეთლემის ქოხიდან - მწვერვალამდე): 8-10 საათი
დაშვება: იმავე მარშრუტით.