მწვერვალი რჩეულიშვილის კლასიკური მარშრუტი.
F (1A RUSS)
ეს მარშრუტი ჭაუხში ერთერთი ყველაზე მარტივია. იდეალურია დამწყებებისთვის და იმათთვის ვინც ეხლა იწყებს ალბინიზმთან გაცნობას.
მარშრუტი
მარშრუტს ვიწყებთ მეორე საბანაკედან, აქედან მივემართებით სამხრეთით. (ცირკის შესასვლელს ვუვლით მარცხნივ)
ნაშალი ფერდით შევდივართ ქვიან ყედზე. აქედან მივემართებით მარჯვნივ (დასავლეთით). დასაწყისში ქედი თითქმის სწორია და მხოლოდ ბოლო მონაკვეთები არის შედარებით ციცაბო. მივყვებით ქედს სანამ არ გავალთ მწვერვალამდე.
დაშვებას ვახორციალებთ იგივე მარშრუტით.
მარშრუტის ხანგრძლიობა
4-5 საათი მეპრე საბანაკიდან.
6-8 საათი პირველი საბანაკიდან (ჭაუხის საბაზო ბანაკიდან)
რა დაგჭირდებათ
მარშრუტზე არ გვხვდება ციცაბო საცოცი მონაკვეთები ამიტომაც მარშრუტზე ვმოძრაობთ ერთდროულად, ჩაბმული თოკით. დამატებით დაცვების გაკეთება არ არის აუცილებელი.
მარშრუტზე დაგჭირდებათ:
- თოკი 40-50მ
- დაცვის ქამარი
- ჩაფხუტი
- მარშრუტზე თოვლის არსებობისას წრიაპი და წერაყინი
- ჭბილი ტანსაცმელი