არა რუსულ მარშრუტებს საქართველოში
ქართველი მეკლდეურები ეწინააღმდეგებიან რუსი სპორცმენების მიერ საცოცი მარშრუტების გაკეთებას საქართველოში
მოგესალმებით. პროექტი climbing.ge 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანია საქართველოში ცოცვის განვითარება, პოპულარიზაცია და ამ სპორტის სახეობის ფართო მასებამდე მიტნაა.
ჩვენ ყოველთვის მივესალმეით ახალი საცოცი მარშრუტების და სექტორების შექმნის. უნდა აღინიშნოს რომ როგორც ყველა საცოც რეგიონში, საქართველოშიც მარშრუტები დაახლოებით 1 ტექნიკური სტანდარტის მიხედვით კეთდება, ჩვენი საცოცი რეგიონის სპეციფიურობების გათვალისწინებით. თუ გადავხედავთ მსოფლიოს სხვა რეგიონებს ყველას თავისთვის დამახასიათებელი ტექნიკური კრიტერიუმები აქვს, რომლებსაც იმ რეგიონის სტუმრობამდე ეცნობი და იქ ყველა რუტსეტერი ამ ტექნიკური მოთხოვნებს ითვალისწინებს მარშრუტის გაკეთებისას. საუბარია მარშრუტის სიმაღლეზე, დაშორება შლამბურებს შორის და უამრავ სხვა წვრილმან დეტალზე რომლებისგანაც გამომდინარეობს უსაფრთხო და სასიამოვნო ცოცვა. ამიტომაც სასტიკად აკრძალულია საცოცი მარშრუტების კეთება ადგილობრივი ათლეტების და რუტსეტერების გარეშე. ეს ეხება არამხოლოდ უკვე არსებულ სექტორებს არამედ აუთვისებელ კლდეებზე სადაც მარშრუტები ჯერ არ არის გაკეთებული. შესაძლებელია ამ კლდეების ასათვისებლად რაიმე პროექტი მზადდება ვინმეს მიმართ და ეს თვითნებური საქციელი ხელს შეუშლის მის განხორციელებას. ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული კომპლიკტიც წარმოიქმნას ადგილობრივ და ჩამოსულ სპორცმენებს შორის. წესს ყველა ქვეყანაში ითვალისწინებენ სადაც ეს სპორტი რაღაც დონეზე მაინც არის განვითარებული.
წესის მიზანი ის კი არ არის რომ 2-3 კაცმა აკეთოს მარშრუტები მთელი კლდეებზე, მიზანი ისაა რომ აბდაუბდად არ იყოს მარშრუტები გაკეთებული და მეტად გასაგეი იყოს სიტუაცია იმ რეგიონში.
ბოლო ხანებში ყაზბეგის რეგიონში რუსი სპორცმენების მიერ მარშრუტების გაკეთების განძრახვის თაობაზე არცერთი ქართული სპორტული გუნდი ვინც აქტიურადაა დაკავებული კლდეზე საცოცი მარშრუტების და სექტორების ორგანიზებით გაფრთხილებული არ ყოფილა. მიუხედავათ ამისა რუსი სპორცმენების გუნდმა გააკეთა რამდენიმე ბოლდერინგის და რთული ცოცვის მარშრუტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
ჩვენი აზრით ეს უპატივცემულობაა ყველა იმ ადამიანის მიმართ რომლებიც საქართველოში ამ სპორტითაა დაკავებული. მითუმეტეს ისეთ ადგილას როგორიც ყაზბეგია და უკვე 2 სექტორი მუნიციპარური დაფინანსებით გაკეთდა. ამ მარშრუტების გაკეთებამ შეიძლება შეაფერხოს სამომავლო პროექტების განვითარება რეგიონში. რაც მოგეხსენებათ რამოდენიმე რუსი სპორცმენის დამსახურებაა. ამის გამო ნებისმიერ ქართველ სპორცმენს აქვს უფლება პრეტენზია განაცხადოს ამ მარშრუტების მიზანშეწონილობის მიმართ.
საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანია დაკავებული ამ საქმის განვითარებით და რთული არაა მათი პოვნა. ასევე ჩვენ მოხარულები ვიქნებით თუ მეტი ადამიანი იქნება ამ სპორტის განვითარებით დაკავებული და ჩვენ ყველანაირად მათ ხელს შევუწყობთ. მაგალითად 2019 როდესაც უკრაინელების და ფრანგების გუნდმა უცხოური დაფინანსებით დააპირეს ბათუმში მარშრუტების გაკეთება ჩვენ დავეხმარეთ და ვურჩიეთ სად იქნებოდა ყველასთვის უკეთესი მარშრუტების გაკეთება. ამ მარშრუტების ცოცვა დღემდეა შესაძლებელი. ასევე უამრავი მარშრუტია ჭიათურაშიც, კაცხშიც და არშაშიც რომლებიც უცხოელების მიერ არის გაკეთებული. რა თქმა უნდა პირველრიგში ჩვენთან შეთანხმებით.
აქვე ხაზგასმით ავღნიშნავთ რომ ჩვენ არ ვთანამშრომლობთ არცერთ რუსუილ კომპანიასა, სპორტულ კლუბთან თუ დარბაზთან (S.K.Lucki – ის გარდა რომელთანაც პროექტის შექმნის დღიდან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს.) ასევე ჩვენს გზამკვლევზე არ განვათავსებთ ინფორმაციას ამ მარშრუტებზე. ასევე არცერთ მარშრუტზე რომელიც ჩვენი გუნდის მიერ არ იქნება შემოწმებული.
ჩვენთვის არ აქვს მნიშველობა რომელი ქვეყნიდან ჩამოსული სპორცმენზეა საუბარი. სულ რომ შვეიცარიელი გიდები ჩამოვიდნენ და რამის კეთება დაიწყონ ჩვენი თავზე გადავლით მათაც იგივე პასუხს გავცემდით. ამ პოსტში კონკრეტულად რუსებზე იმიტომაა საუბარი რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში უამრავი სპორცმენი ჩამოვიდა და ჩვენი აზრით უაღრესად უწესოდ იქცევიან, როგორც საქართველოში ასევე სხვა მეზობელ ქვეყნებში.ცოტახნის წინ სმოხეთში მსგავსმა ფაქტმა სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია ადგილობრივებსა და იქაც რუს სპორცმენებს შორის.
ამიტომაც ჩავთვალეთ საჭირო დროული რეაგირება. როგორც ავღნიშნეთ სმოხეთში არ გამოუვიდათ თავისი წესევის გატარება. უნდა ვაგრძნობინოთ რომ აქაც არ გამოუვათ. თორემ კლდეების ოკუპაციაც დაიწყეს და ყურადღება თუ არ მიექცია მალე რუსები იცოცებენ მარტო.
გვსურს მივმართოთ საქართველოს მცოცავ საზოგადოებას და ვთხოვოთ თავისი აზრის გამოთქმა ამ ფაქტზე.