ცოცვა არშაში
არშას საცოცი სექტორი დაბა სტეფანწმინდიდან 5 კილომეტრში მდებარეობს და მეტად საინტერესო ლოკაციაა ცოცვისთვის ამ რეგიონში.
არშა მდებარეობს ჩრდილოეთ საქართველოში, დაბა სტეფანწმინდიდან 5 კილომეტრში (ზღვის დონიდან 1500 მ; მოსახლეობა დაახლოებით 700 ადამიანი). სტეფანწმინდის (ყაზბეგის) რეგიონი განსაკუთრებით პოპულარულია სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთა შორის.
კლდეზე ცოცვის გარდა, აქ შეგიძლიათ დაკავდეთ სხვადასხვა აქტივობით: ლაშქრობა (ტრეკინგი), ველოტური, ჯომარდობა, ალპინიზმი, პარაპლანერით ფრენა და მრავალი სხვა. ალპინიზმის მოყვარულებს ვურჩევთ წაუხისა და მყინვარწვერის (ყაზბეგის) მასივებს.
გარდა ამისა, სტეფანჭმინდიდან 6 კილომეტრში მდებარეობს ცდოს საცოცი სექტორი, ხოლო 10 კილომეტრში — გველეთი, სადაც ცოცვა ასევეა შესაძლებელი.
როგორ მივიდეთ
არშაში მოსახვედრად საუკეთესო საშუალებაა პირადი ან დაქირავებული ავტომობილი (სასურველია 4x4 მაღალი გამავლობის), ან სტეფანწმინდიდან ტაქსით სარგებლობა.
კარვით დაბანაკება შეგიძლიათ კლდეებამდე არსებულ მინდორზე, სადაც ასევე განთავსებულია ავტოსადგომი (პარკინგი). გაითვალისწინეთ, რომ ბანაკთან არსებული მდინარის წყლის დალევა არ არის რეკომენდებული. საბანაკე ადგილიდან საცოც სექტორამდე ფეხით 10–15 წუთის სავალია (იხილეთ რუკა).
გარდა ამისა, სტეფანწმინდისა და არშას მიმდებარედ უამრავი სასტუმრო და საოჯახო სასტუმროა (Guesthouse), სადაც სურვილის შემთხვევაში შეძლებთ დარჩენას.
საუკეთესო დრო
ვინაიდან საცოცი სექტორი მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს, აქ ცოცვა შესაძლებელია გვიან გაზაფხულზე, ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე. ზამთარში დაბალი ტემპერატურისა და უხვი ნალექის (თოვლის) გამო კლდეზე ცოცვა შეუძლებელია.
ზამთრის პერიოდში გირჩევთ ეწვიოთ გველეთის გაყინულ ჩანჩქერებს ყინულზე ცოცვისთვის (Ice Climbing).
რა დაგჭირდებათ
თქვენ გჭირდებათ
20 ექსპრესი
თოკი 60მ
დაცვის ქამარი
დაცვის სისტემა
ჩაფხუტი
საცოცი ფეხსაცმელი (სკალნი) & მაგნეზიის ტომატა
ინფორმაცია
გუგა - Mail: [email protected] Tel: (+995) 557 300 700
თემო - Mail: [email protected]