ცოცვა ძევრში
ძევრი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობა 590 ადამიანი. სოფლის მიდამოებში, მდინარე შავიწყლის ხეობაში ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე მდებარეობს კარსტრული მღვიმე და არქეოლოგიური ძეგლი
საცოცი მარშრუტები ახლოს არის გზასთან და მათ უმეტესობას აქვს კომფორტული დასაზღვევი პლატფორმა.
კლდის რელიეფი საკმაოდ განსხვავებულია სხვარეგიონებისგან. სექტორების უმარავლესობა დღის განმავლობაში მზეშია მაგრამ არის ჩრდილიანი სექტორებიც.
როგორ მივიდეთ
მანძილი თბილისიდან 200 კმ 3 საათი მანქანით. მანძილი ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან 60 კმ 1 საათი მანქანით. (იხილეთ რუკა)
შესაძლებელია ცოცვის ზონაში დაბანაკება. კლდეებთან ახლოს არის რესტორანი და ბაზარი. ადგილობრივი მოსახლეობა მეგობრულია მთამსვლელთა საზოგადოების მიმართ.
საუკეთესო დრო
ასვლისთვის საუკეთესო სეზონია ზაფხულის დასაწყისი და შემოდგომა, მაგრამ კარგი ამინდის შემთხვევაში ასვლა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში.
რა დაგჭირდებათ
- 14 ექსპრესი
- თოკი 60მ
- დაცვის ქამარი
- დაცვის სისტემა
- ჩაფხუტი
- საცოცი ფეხსაცმელი (სკალნი) & მაგნეზიის ტომატა
ინფორმაცია
Guga - Mail: [email protected] Tel: (+995) 557 300 700
Temo - Mail: [email protected]