ცოცვა ქუთაისში(ჭომა)

ეწვიეთ ქუთაისში არსებულ საცოც სექტორს დღის სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გასატარებლად.

ქუთაისი სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 147,635 ადამიანს შეადგენს. იგი დედაქალაქ თბილისიდან 235 კილომეტრითაა დაშორებული და ზღვის დონიდან 125–300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. საცოცი ლოკაცია: ქალაქში არ არის მარშრუტების დიდი რაოდენობა, თუმცა არსებული სექტორი სრულიად საკმარისია დღის სასიამოვნოდ გასატარებლად. მარშრუტების სირთულე 5a-დან 7a-მდე მერყეობს, რის გამოც ეს ადგილი იდეალურია დამწყები და საშუალო დონის მეკლდეურებისთვის.

როგორ მივიდეთ

როგორ მივუახლოვდეთ / ტრანსპორტი: ქუთაისში ჩასვლა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ძალიან მარტივია — საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ყველა ძირითადი ქალაქიდან მოძრაობს. პირადი ავტომობილით მგზავრობის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ GPS ნავიგატორი.

გარდა ამისა, ქალაქიდან 5 კმ-ში მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც სრულდება ფრენები როგორც თბილისიდან (მატარებლით/ავტომობილით), ისე მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყნიდან.


რუკა და მიმართულებები: საცოც სექტორებთან მისასვლელად იხილეთ თანდართული რუკა.


განთავსება (სად დავრჩეთ): ღამის გასათენებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ქუთაისში არსებული სასტუმროებითა და ჰოსტელებით, ან სურვილისამებრ, კარვით გათენდეთ კლდეების მიმდებარე ტერიტორიაზე.

საუკეთესო დრო

აქ საცოცად საუკეთესო დრო გაზაფხული და შემოდგომაა. ზაფხულში საკმაოდ ცხელა, ხოლო ზამთარში ცივი ამინდებია, თუმცა მზიან და თბილ დღეებში ცოცვა ზამთარშიც სრულიად კომფორტულია.

რა დაგჭირდებათ

12 ექსპრესი 60m თოკი დაცვის ქამარი დაცვის სისტემა ჩაფხოტი საცოცი ფეხსაცმელი (სკალნები) და მაგნეზიის ტომარა

ინფორმაცია

Guga - Mail: [email protected]    Tel: (+995) 557 300 700

Temo - Mail: [email protected]