ცოცვა მესტიაში (ჭალაადი)

მესტია საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონია, სადაც სხვა მრავალი მთის სპორტის სახეობის გარდა, შეგიძლიათ კლდეზე ცოცვითაც დაკავდეთ.

სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეული კუთხეა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთა შორის. მესტია, როგორც რეგიონის ცენტრი, ზღვის დონიდან 1,500 მეტრზე მდებარეობს და თბილისიდან დაახლოებით 460 კილომეტრით არის დაშორებული (მგზავრობას გზის პირობებიდან გამომდინარე თბილისიდან 8-9 საათი სჭირდება). აქ მრავალფეროვანი აქტივობები გელოდებათ — სპორტული ცოცვის გარდა, სვანეთში შეგიძლიათ დაკავდეთ სხვადასხვა ექსტრემალური და მთის სპორტის სახეობით. რეგიონში დაგხვდებათ განთავსების ფართო არჩევანი: კომფორტული სასტუმროები, მყუდრო ჰოსტელები და ტრადიციული საოჯახო სასტუმროები (გესთჰაუსები), რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად შეარჩიოთ თქვენი ბიუჯეტისა და სურვილების შესაბამისი ადგილი.

მარშრუტი

საცოც რეგიონში მარშრუტების კეთება(დაშლამბურება) ადგილობრივი მეკლდეურების გარეშე სასტიკად აკრძალულია !

იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ მარშრუტების გაკეთებას ამ რეგიონში, გთხოვთ, აცნობოთ ადგილობრივ მეკლდეურებს თქვენი გეგმების შესახებ, წინააღმდებ შემთხვევაში თქვენი მაშრუტები შესაძლებელია დემონტაჟს დაექვემდებაროს.

აგრეთვე აკრძალულია Drytooling-ის ცოცვაც!

გამოიყენეთ ჩაფხუტი თქვენი უსაფრთხოებისათვის !

როგორ მივიდეთ

საცოცი სექტორი მესტიიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. ადგილზე მისვლა შესაძლებელია როგორც საკუთარი ავტომობილით, ისე ტაქსით ქალაქის ცენტრიდან. საცოც სექტორში მოსახვედრად მესტიიდან ჭალაადის მყინვარის მიმართულებით უნდა გაემართოთ. სამანქანო გზა უშუალოდ კლდეებამდე მიდის, თუმცა ბოლო რამდენიმე კილომეტრი გრუნტის გზაა (ასფალტის საფარის გარეშე), ამიტომ სასურველია მაღალი გამავლობის ავტომობილის (4x4) გამოყენება. საცოცი სექტორი ჭალაადის მყინვარის საფეხმავლო ბილიკის დასაწყისში მდებარეობს და აქვე არის პარკინგიც.

საუკეთესო დრო

ცოცვისთვის საუკეთესო პერიოდი გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომის შუარცხვებამდე გრძელდება. ზამთრის სეზონზე დაბალი ტემპერატურისა და უხვი ნალექის (თოვლის) გამო ბუნებრივ კლდეზე ცოცვა ფაქტობრივად შეუძლებელია.

რა დაგჭირდებათ

  1. 14 ექსპრესი
  2. თოკი 70მ
  3. დაცვის ქამარი
  4. დაცვის სისტემა
  5. ჩაფხუტი
  6. საცოცი ფეხსაცმელი (სკალნი) & მაგნეზიის ტომატა

ინფორმაცია

Guga - Mail: [email protected]    Tel: (+995) 557 300 700

Temo - Mail: [email protected]