ცოცვა ნავარძეთში (ჭიათურა)

სოფელი ნავარძეთი მდებარეობს ჭიათურიდან 4,5 კმ-ში. რეგიონში ბევრი საინტერესო მარშრუტია იმათთვის ვინც ახალ გამოცდილებას ეძებს.

პატარა სოფელი ნავარძეთი ჭიათურიდან 4.5 კილომეტრში მდებარეობს. რეგიონის სხვა სექტორებისგან განსხვავებით, აქ მარშრუტები შედარებით ახალია, თუმცა სექტორს ყოველწლიურად ემატება ახალი ხაზები. აქ შეძლებთ როგორც სპორტული მარშრუტების, ასევე მულტიპიჩების ცოცვას.


საცოცი კლდეები ცენტრალური გზიდან 250-300 მეტრში მდებარეობს და ავტოსადგომიდან სექტორამდე მისვლა ძალიან მარტივია.

როგორ მივიდეთ

სოფელ ნავარძეთამდე მისასვლელად საუკეთესო საშუალება საკუთარი ავტომობილია, თუმცა ასევე შესაძლებელია ტაქსის დაქირავება ჭიათურიდან.


საცოცი კლდეები ცენტრალური გზიდან 250-300 მეტრში მდებარეობს, ამიტომ ავტოსადგომიდან სექტორამდე მისვლა მარტივია.


სექტორამდე მისასვლელად მიჰყევით ტყეში შემავალ ბილიკს, რომელიც პირდაპირ კლდესთან მიგიყვანთ (იხილეთ რუკა).

საუკეთესო დრო

სექტორის დიდი პლუსია ის, რომ კლდე 13:00–14:00 საათის შემდეგ ჩრდილში ექცევა, რაც ზაფხულში კომფორტული ცოცვის საშუალებას იძლევა. ზამთრის პერიოდშიც შესაძლებელია ცოცვა დილის საათებში, სანამ კლდეზე მზე დგას.

რა დაგჭირდებათ

  1. 20 ექსპრესი
  2. თოკი 60მ
  3. დაცვის ქამარი
  4. დაცვის სისტემა
  5. ჩაფხუტი
  6. საცოცი ფეხსაცმელი (სკალნი) & მაგნეზიის ტომატა

ინფორმაცია

Guga - Mail: [email protected]    Tel: (+995) 557 300 700

Temo - Mail: [email protected]    Tel; (+995) 598 45 70 48