ცოცვა ლოტკინის მონუმენტზე
ლოტკინის მონუმენტი ერთერთი გასაუცარი ადგილია საცოცად თბილისში
ლოტკინის მონუმენტი 40 მეტრის სიმაღლის ბეტონის კონსტრუქციაა, რომელიც დღესდღეობით აღჭურვილია საცოცი მარშრუტებით. ნაგებობის მშენებლობა საბჭოთა პერიოდში დაიწყო და იგი მემორიალური კომპლექსის ნაწილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ტერიტორია 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო, სანამ მეკლდეურებმა, ალპინიზმის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, მისი ათვისება არ დაიწყეს. მონუმენტიდან ულამაზესი ხედი იშლება მთელ თბილისზე, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი აქაურობა მზის ჩასვლისას არის. მარშრუტების სირთულიდან გამომდინარე, ეს ლოკაცია განსაკუთრებით საინტერესოა დამწყები და საშუალო დონის მცოცავებისთვის, თუმცა უნიკალური გამოცდილების მისაღებად ადგილი პროფესიონალ სპორტსმენებსაც იზიდავს.
მარშრუტი
სექტორში მოწყობილია მარშრუტები 5b-დან 7b-მდე სირთულით (იხილეთ მარშრუტების აღწერა). ყურადღება: გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი საჭიდი (ხელჭიდი) შესაძლოა მოშვებული იყოს და ტრიალებდეს. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ საჭიდები თავად დაუჭიროთ ექვსკუთხა ქანჩით (ალენის გასაღებით / "შესტიგრანკით").
დრაითულინგის (Drytooling) მარშრუტების სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ შესაბამის გვერდს.
როგორ მივიდეთ
მონუმენტი ქალაქის გარეუბანში მდებარეობს, თუმცა მისთან მისვლა თბილისის ნებისმიერი წერტილიდან მარტივია და დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ეს ადგილი ნამდვილად კარგი და ხელმისაწვდომი არჩევანია დედაქალაქში საცოცად (იხილეთ რუკა).
საუკეთესო დრო
აქ ცოცვა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი (ამინდის გათვალისწინებით). ვინაიდან მონუმენტი ამაღლებულ ადგილას მდებარეობს, აქ ხშირია ძლიერი ქარი. ზაფხულში ცოცვისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო საღამოს საათებია, როდესაც მზე ჩასვლას იწყებს. ზამთარში ხშირად უბერავს ცივი ქარი, რის გამოც აუცილებელია ხელსაყრელი ამინდის შერჩევა. თუმცა, მზიან და წყნარ დღეებში ზამთარშიც კი აქ ცოცვა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
რა დაგჭირდებათ
- 20 ექსპრესი
- (Min) 40m - (Max) 80m თოკი
- დეაცვის ქამარი
- დაცვის სისტემა
- ჩაფხუტი
- საცოცი ფეხსაცმელი(სკალნები) & მაგნეზიის ტომარა