ცოცვა ანანურთან

პატარა საცოცი სექტორი ჟინვალთან, ყაზბეგის გზაზე.

თუ თბილისიდან ყაზბეგისკენ მიდიხართ, ჟინვალთან ახლოს მშვენიერი პატარა საცოცი სექტორი, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს! მიუხედავად იმისა რომ ის შედარებით პატარაა, კლდის ხარისხი მართლაც ძალიან კარგია და რამდენიმე საინტერესო მარშრუტს გთავაზობთ.

მარშრუტი

საცოც რეგიონში მარშრუტების კეთება(დაშლამბურება) ადგილობრივი მეკლდეურების გარეშე სასტიკად აკრძალულია !


იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ მარშრუტების გაკეთებას ამ რეგიონში, გთხოვთ, აცნობოთ ადგილობრივ მეკლდეურებს თქვენი გეგმების შესახებ, წინააღმდებ შემთხვევაში თქვენი მაშრუტები შესაძლებელია დემონტაჟს დაექვემდებაროს.

აგრეთვე აკრძალულია Drytooling-ის ცოცვაც!

გამოიყენეთ ჩაფხუტი თქვენი უსაფრთხოებისათვის !

როგორ მივიდეთ

სეხტორი მდებარეობს, თბილისიდან გუდაური/ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე, ჟინვალის წყალსაცავის მახლობლად. (იხილეთ რუკა)

საუკეთესო დრო

სექტორის დიდი პლიუსი შუადღის შემდეგ ჩრდილია და 1-2 საათის შემდეგ შესაძლებელია ჩრდილში ცოცვა.

რა დაგჭირდებათ

  1. 10 ექსპრესი
  2. თოკი 40მ
  3. დაცვის ქამარი
  4. დაცვის სისტემა
  5. ჩაფხუტი
  6. საცოცი ფეხსაცმელი (სკალნი) & მაგნეზიის ტომატა

ინფორმაცია

Guga - Mail: [email protected]    Tel: (+995) 557 300 700.

Temo - Mail; [email protected]     Tel: (+995) 598 45 70 48