ცოცვა ცდოში
ცდო - პატარა სოფელია ყაზბეგთან ეს არის ულამაზესი ადგილი. მშვენიერი ადგილია სპორტული ცოცვისთვის
სოფელი ცდო სტრეფანწმინდიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი ულამაზეს ხეობის ფერდზეა შეფენილი და ულამაზესი ხედი შლბა მთელ დარიალის ხეობაზე.
სოფლიდან კილომეტრში მდებარეობს საცოცი სექტორი სადაც შეგიძლიათ როგორც სპორტული მარშრუტების ასევე მულტიპიჩების ცოცვა.
სოფლის მახლობლად შესაძლებელია დაბანაკება, ასევე სოფელში არის წყარო რომელიც გამოდგება დასალევად.
როგორ მივიდეთ
სოფელი ცდო სტეფანწმინდიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. სოფლამდე მისასვლელად დაგჭირდებათ მაღალი გამავლობის ავტომობილი (4x4). ასევე შესაძლებელია ტაქსის დაქირავება ყაზბეგის ცენტრიდან.
საცოცი სექტორი სოფლის სიახლოვეს მდებარეობს. ბილიკის მოძებნა და სექტორამდე მისვლა სირთულეს არ წარმოადგენს (იხილეთ რუკა).
საუკეთესო დრო
ცოცვისთვის საუკეთესო პერიოდია ივნისის დასაწყისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე ცოცვა ფაქტობრივად შეუძლებელია დაბალი ტემპერატურისა და უხვი ნალექის გამო
რა დაგჭირდებათ
- 20 ექსპრესი
- თოკი 60მ
- დაცვის ქამარი
- დაცვის სისტემა
- ჩაფხუტი
- საცოცი ფეხსაცმელი (სკალნი) & მაგნეზიის ტომატა
ინფორმაცია
Guga - Mail: [email protected] Tel: (+995) 557 300 700
Temo - Mail: [email protected] Tel; (+995) 598 45 70 48