ახალი საცოცი მარშრუტების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში
ერთად განცავითაროდ საცოცი მარშრუტები ბუნებრივ კლდეზე მთელი საქართველოს მაშტაბით
საქართველოში სპორტულ ცოცვას მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს. თუმცა, სრულიად ახალი ეტაპი 2006 წლიდან დაიწყო, როდესაც გუგა დაბრუნდაშვილის მიერ ბუნებრივ კლდეზე პირველი სპორტული მარშრუტი მოეწყო საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. სწორედ ამ მოვლენამ ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე ქართული მეკლდეურობის განვითარებას. მას შემდეგ, ქართველი მეკლდეურები და ენთუზიასტები დაუღალავად შრომობენ: საკუთარი რესურსებითა და ფინანსებით განაგრძობენ ახალი საცოცი სექტორების აღმოჩენას, დასუფთავებასა და შლამბურებით აღჭურვას მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროდ, სპორტის ეს სახეობა დღემდე არ სარგებლობს შესაბამისი სახელმწიფო თუ ინსტიტუციური მხარდაჭერით. შესაბამისად, ახალი მარშრუტების დამატება და არსებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მათი ფინასებით ხდება. ამ ენთუზიასტების ძალისხმევით, დღესდღეობით საქართველოში უკვე 400-მდე სპორტული მარშრუტია გაყვანილი, რაც ქვეყანას რეგიონულ ჰაბად აქცევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის. გახდით ქართული მეკლდეურობის განვითარების ნაწილი! თუ გსურთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი საქართველოს ბუნებრივი კლდეების ათვისებასა და სპორტული ცოცვის პოპულარიზაციაში, შეგიძლიათ მხარი დაგვიჭიროთ ფინანსურად. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი პირდაპირ ხმარდება ახალი მარშრუტებისთვის საჭირო მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული აღჭურვილობის შეძენასა და უსაფრთხოების სტანდარტების შენარჩუნებას. ჩვენთვის უზომოდ ფასეულია ნებისმიერი ოდენობის მხარდაჭერა.
მოქმედებს ნაგარიში TBC ბანკში.