ქვედა დაცვით ცოცვა

რჩევები ქვედა დაცვით ცოცვისთვის.

კარგი დამძღვევი უნდა იყოს ორიენტირებული მცოცავის უსაფრთხოებაზე. ამ სტატიაში თქვენ გაეცნუბით აუცილებელ უსაფრთხოების წესებს, რომელიც მოქმედებს ნებისმიერ აღჭურვილობასთან

ყურადღება
  • ყურადღებით წაიკითხეთ  ტექნიკურ რჩევებში, რომელებიც მოცემულია ამ ინსტრუქცია, სანამ თავად გადაწყვეტ წვედა დაცვით ცოცვას და დაცვაზე დადგომას. თქვენ  კარგათ უნდა გაიახროთ ქვედადაცვით ცოცვის ყველა მომენტი,
  • ამ უნარების დაუფლება მოითხოვს სპეციალურ მომზადებას. სასურველია გაესაუბროთ პროფესიონალ ალპინისტებს, რათა მათ დაადასტუროთ თქვენი ცოდნა, ან მოგცეთ რჩევები რომლებიც თქვენთვის გაურკვეველ მომენტებს გასაგებს გაახდის
  • აუცილებელია შეასღულოთ ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნები ნებისმიერ სიტუაციაში.
  • ეტაპობრივად გაეცანით ინსტრუქციას რათა რაიმე აუცილებელი ასპექტი არ გამოგრჩეთ. ჩვენ გთავაზობთ ძირითად ტექნიკის მაგალითებს. მაგრამ შესაძლებელია სიტუაციები რომლები აქ არ არის მოცემული.

1. პარტნიორის შემოწმება ასვლამდე (partner check).

მარშრუტის არჩევის შემდეგ, მთამსვლელი ამოწმებს, რომ თოკის სიგრძე შეესაბამება ამ მარშრუტს ასევე თოკის ბოლოში კვანძს. ის ასევე ამოწმებს, რომ მთამსვლელის და დამზღვევის წონის სხვაობა არ არის გადაჭარბებული. ასვლამდე დამზღვევი და მთამსვლელი ამოწმებენ ერთმანეთის აღჭურვილობას.

დამზღვევი ამოწმებს მცოცავის კვანძს და ქამარს, მცოცავი ამოწმებს დამზღვევის დაცვის სისტემას და დარაბინს.

 

2. ცოცვის დაწყება პირველ წქსპრესში თოკის დაფიქსირებამდე.

"ტექნიკური დაცვა" შეიძლება დაეხმაროს დაცემის შემსუბუქებაში პირველ რამდენიმე მეტრში, მანამ, სანამ მთამსვლელი პირველ ექსპრესში შეძლებს თოკის დაფიქსირებას. დამზღვევის მიზანი არ არის მცოცავის ხელით დაჭერა, მიზანია ცუდი დაცემის შედეგების თავიდან აცილება და დაცემის მართვა ისე, რომ მთამსვლელი სწორად დაეშვას კარგ ადგილას და არ გადატრიალდეს უკან, ანუ არ დაეცეს ზურგზე ან არ დახტეს განსაკუთრებით დიდი ქვაზე.

3. თოკის სწორი პოზიცია ექსპრესში

სავალდებულოა მცოცავმა ექსპრესში თოკი სწორი მიმართულებით დააფიქსიროს (ჩააგდოს), რათა თავი აირიდოს თოკის ექსპრესიდან ამოვარდნისგან.

აუცილებელია დაცვიდან მომავალი თოკის მხარე იმყოფებოდე ექსპრესსა და კლდეს შეორის ზოლო მცოცავის მზარე იყოს მიმართული ექსპრესიან მცოცავიკენ. ექსპრესის რბილი ბალდე არ უნდა იყოს დატრიალებული. 

4. დაცვის სისტემის გამოყენების უნივერსალური ტექნიკა

 

სურათზე მოცემული ხელების პოზიცია უნივერსალურია ყველა დასაზღვევი მოწყობილობისთვის GRIGRI, REVERSO თუ ATC სთვის. მარცხენა ხელი მოწყობილობიდან გამომავალ თოკზე უნდა გეჭიროთ ხოლო მარჯვენა მოწყობილობაში შემავალზე. მარჯვენა ხელის გაშვება კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერ მოწყობილობაზე!!!  იქნება ეს ავტომატური ჩამკეტი სისტემა როგორიც GRIGRI ან სხვა ნებისმიერი მოწყობილობა. თოკის მიწოდება ხდება მოწყობილობაში თოკის ნელი გასრიალებით, ისე რომ თოკის სიგრძე იყოს მცოცავის ასვლის სიმაღლის შესაბამისი. (მაგალითად: თუ მცოცავი ჯერ მხოლოდ პირველ ექსპრესთანაა, მიწიდან 2-3 მეტრში 5 მეტრი თოკის მიწოდება მოწყდომის შემთხვევაში მის დაცვას ვერ შეძლებს და იგი ძირს აღმოჩნდება. მადრამ როდესაც მცოცავი უკვე დიდი სიმაღლეზეა ასული, მაგალითად 10-15 მეტრზე მისთვის 5 მეტრი თუკის მიწოდება კრიტიკული არ იქნება.)

დაცვის სისტემის გამოყენება ძალიან ფართო თემაა. გირჩევთ გამოყენებამდე გაეცნოთ კონკრეტულად იმ სისტემის გამოყენების ინსტრუქციას რომლის გამოყენებასაც გეგმავთ.

 

5. სიფხიზლე, მოლოდინი და მობილურობა

დამზღვევის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ თოკის სწორი მიწოდებით. აუცილებელია მთამსვლელზე ფოკუსირება, დამზღვევს შეუძლია ამოიცნოს სტრესული მომენტები, რომლებისთვისაც ის შეძლებს რამდენი წამით უფრო ადრე მოემზადოს. კატეგორიულად აკრძალულია სიგარეტის მოწევა ან ტელეფონზე საუბარი, ასევე არასასურველია სხვა ადამიანებთან საუბარი. ასევე უნდა უსმინოთ მცოცავს შესაძლებელია მისთვის რთულ მომენტში მან თვითონ გაგაფრთხილოთ მოსალოდნელი ვარდნის შესახებ.

 

6. მოწყდომის გაჩერება

მცოცავის მოწყდომის შემთხვევაში ძლიერად დაიჭირეთ დამცავი მოწყობილობიდან გამომავალი თოკი,  და ხელი ქვემოთ ჩამოწიეთ.არავითარ შემთხვევაში თოკს ხელი არ გაუშვათ. თოკის დაჭერა ზრდის ხახუნს მოწყობილობაში, რაც საშუალებას იძლევა მარტივად გააჩეროს თოკი მოწყობილობის შიგნით და შეაჩეროს მცოცავის ვარდნა.

 

7. მცოცავთან კომუნიკაცია

პარტნიორებს შორის კომუნიკაცია უზრუნვლყოფს ერთმანეთის ქმედებების უკეთ გაგებას რათა თავიდან ავირიდოთ რაიმე შეცდომა. ხანგრძლივი დისკუსიები არ არის ეფექტური, ჯობია წინასწარ შეთანხმებული ტერმინები გამოვიყენოთ, როგორიცაა „დამსვი“, "ვწყდები“, „ვცოცავ“, „სადგური“, "თვითდაცვა", მეორე პარტნიორის მიერ ბრძანების გაგების შემთხვევაში აუცილებელი პასუხია "გავიგე", ვერგაგების შემთხვევაში "გაიმეორე". მოცემული ტერმინები მცირე ჩამონათვალია იმ ეფექტური საკომონიკაციო სიგნალებისა რომლებიც ცოცვაში იყენებენ. ასევე შეგიძლიათ შეუთანხმოთ თქვენ მეწყვილეს სხვა ბრძანებები რომლებიც თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება. მთავარი რიომ ერთი ბრძანება არ აღმატებოდეს ორ სიტყვას.

8. დაშვება

იმ შემთხვევაში თუ მცოცავმა დაამთავრა ასვლა ან აღარ სურს მარშრუტის გაგრძელება აუცილებელია აცნობოს დამზღვევს მისი გეგმის შესახებ ფრაზით "დამსვი", დამზღვევი ამ დროს რაც შეიძლება მალე ჭიმავს თოკს ისე რომ მცოცავის წონა გადავიდეს თოკზე. ამის შემდეგ მცოცავმა უნდა აცნობოს დამზღვევს დასაშვებად მისი მზადყოფნის შესახებ სიტყვით "დამიშვი" ამის შემდეგ დამზღვევს შეუძლია ეგრევე დაიწყოს დაშვება ან თავიდან სიტყვით "გიშვებ" აცნობოს მცოცავს დაშვების დაწყების შესახებ რის შემდეგაც იწყებს დაშვებას.

დაშვებისას დამზღვევი ვალდებული მივიდეს კედელთან (კლდესთან) რაც შეიძლება ახლოს, თუ ეს რელიეფის გამო შეუძლებელია დაიკავუს ისეთი პოზიცია რომ მცოცავის დაშვების მიმართულება არ ემთხვეოდეს გაჭიმული თოკს. დაშვება უნდა მიმდინარეობდეს სტაბილური მცოცავისთვის კომფორტული სიჩწარით. არ შეიძლება ზედმეტად სწრაფი დაშვება ეს განაპირობებს დაცვის სისტემის ზედმეტად გაცხელებას და თოკის გარე გარსის დაზიანებას.

 

ინფორმაცია

მოცემული ინფორმაცია აღებულია PETZL-ის ოფიციალური საიტიდან