დრაითულინგი ლოტკინის მონუმენტზე
თბილისში, ლოტკინის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრადიციული სპორტული მარშრუტების გარდა, შესაძლებელია დრაი-თულინგით ცოცვაც.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლოტკინის მონუმენტზე!
ეს არის 40-მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. ლოკაციამდე მისვლა ძალიან მარტივია და არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მონუმენტი შესანიშნავი ადგილია თბილისში საცოცად — აქ მოწყობილია როგორც სპორტული ცოცვის, ისე რამდენიმე დრაი-თულინგის მარშრუტი.
მარშრუტი
სპორტუი ცოცვის მარშრუტებისთვის ეწვიეთ გვერდს
როგორ მივიდეთ
მონუმენტი მდებარეობს ქალაქის გარეუბანში და მასთან მისვლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მეტრო „სადგურის მოედნის“ ზედა გასასვლელიდან მონუმენტის მიმართულებით მოძრაობს რამდენიმე ავტობუსი, რომლებიც პირდაპირ ძეგლთან მიგიყვანთ.
თუ პერსონალური ავტომობილით მიდიხართ, მანქანის გაჩერება მოგიწევთ ქალაქის პარკინგზე, რადგან თავად მონუმენტთან მისასვლელი გზა გადაკეტილია. (იხილეთ მდებარეობის რუკა)
საუკეთესო დრო
მონუმენტზე ცოცვა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი (ამინდის გათვალისწინებით).
- ზაფხულში: საუკეთესოა საღამოს ცოცვა, როდესაც ტემპერატურა იკლებს და შედარებით გრილა.
- ზამთარში: უმჯობესია შუადღის საათებში ცოცვა, როდესაც მზე ათბობს და შედარებით თბილი ამინდია.