ყინულზე ცოცვა ატენის ხეობაში
საქართველოში ყინულზე საცოცად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამორჩეული ადგილი ატენის ხეობაა, კერძოდ — სოფელ ბიისის მიმდებარე ტერიტორია.
ბიისი არის სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ბოშურის თემში). ის მდებარეობს მდინარე ტანას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე — ზღვის დონიდან 1080 მეტრზე, გორიდან 24 კილომეტრის, ხოლო თბილისიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით.
სოფელთან ახლოს, ატენის ხეობაში, ზამთრის პერიოდში იყინება ჩანჩქერი, რომელზეც ყინულზე ცოცვის მარშრუტი ეწყობა. ლოკაცია განსაკუთრებით მიმზიდველია დამწყები და საშუალო დონის სპორტსმენებისთვის. აქ შესაძლებელია ცოცვა როგორც ქვედა დაზღვევით (Lead Climbing), ისე ზედა დაზღვევითაც (Top-Rope).
მარშრუტი
ყინულის ჩანჩქერის სიმაღლე 55 მეტრია. აქ ცოცვა შესაძლებელია როგორც ქვედა დაზღვევით (Lead Climbing — ყინულის კარგი კონდიციის შემთხვევაში), ისე ზედა დაზღვევითაც (Top-Rope), რისი მოწყობაც ჩანჩქერისთვის ზემოდან შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ბიისამდე მანძილი 100 კილომეტრია და მისასვლელად დაახლოებით 1.5 საათი დაგჭირდებათ.
ცენტრალური მუნიციპალური გზიდან შეუხვიეთ მარცხნივ, სოფელში შესასვლელად. აუცილებელია მაღალი გამავლობის ავტომობილი (4x4). გადასახვევიდან დაახლოებით 300 მეტრში, სოფლის შესასვლელთან ტოვებთ მანქანას და გზას აგრძელებთ ფეხით.
ავტომობილის გაჩერების ადგილიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უნდა იაროთ მდინარის გასწვრივ, სანამ გაყინულ ჩანჩქერს არ მიაღწევთ. (იხილეთ რუკა)
ღამისთევა და განთავსება
დასარჩენად შეგიძლიათ იპოვოთ სასტუმრო ან საოჯახო სასტუმრო (Guesthouse) ახლომდებარე ქალაქ გორში, ან გაჩერდეთ კარავში უშუალოდ ჩანჩქერთან. კარვით დაბანაკების შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ღამით ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და საკმაოდ ცივა.
საუკეთესო დრო
აქ ცოცვა იანვრის დასაწყისიდან მარტის დასაწყისამდეა შესაძლებელი, თუმცა ვიზიტის დაგეგმვამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ ამინდის პროგნოზი.
რა დაგჭირდებათ
- თოკი 60 м (2 ც) ან 120 м (1 ც)
- წერაყინი (ყინულის ინსტრუმენტი)
- წრიაპი
- დაცვის სისტემა
- კარაბინი (4-5 шт.)
- დაცვის ქამარი
- ჩაფხუტი
ქვედათი ცოცვისთვის
- 7-8 ყინულის ბური და ექსპრესი
ინფორმაცია
Guga - Mail: [email protected] Tel: (+995) 557 300 700.
Temo - Mail; [email protected] Tel: (+995) 598 45 70 48