მწვერვალი ლეონიძე სამხრეთიდან
EA - M1, 6A, 350M (4A RUSS)
ჯავახიშვილის აღმოსავლითი კედელი ამ მწვერვალის ყველაზე პოპულარული მარშრუტი. მარშრუტი კარგია მოყვარულ ალპინისტათვის.
მარშრუტი
P0 - მარშრუტი იწყება ჭაუხის ცირკიდან. ჯავახიშვილი – ლეონიძის კულუარით, შავდივართ უნაგირამდე. კულუარში გვხვდება უმეტესად თოვლი თუმცა წლის ცივ დროს შესაძლოა ყინულიც. აგვისტოში და სექტემბრის ბოლომდე თოვლი და ყინული თითქმის სოლ დამდნარია და გვიწევს ნაყარი ქვებით ასვლა. სასურველია თოკში ჩაბმით სიარული თუმცა ხშირად ცალცალკე ასვლაც(ჩაუბმელად) არ წარმოადგენს საშიშროებას.
P1 - კ უნაგირიდან მარჯვენა მხარეს ვიწყებთ ცოცვას. დასაწყისში 10მ მცირე უარყოფითი ცოცვით გავდივართ პატარა თაროზე, აქედან მივუყვებით ღარს რომელიც ნელ-ნელა შედის მარჯვნივ.( 50 მ).
P2 - სადგურიდან მარჯვნივ მიუყვება მცირე ზომის ნაპრალი, ამ ნაპრალის გავლის შემდეგ ვხვდებით მარცხნივ ვიწრო ბუხარში და გავდივართ დიდ პლატფორმაზე, სადაც არის რამდენიმე სადგური.
P3 - თაროდან მარჯვენა მხარეს მივყვებით მარტივი ბუხარი (50 მ).
P4 - ბუხრის დამთავრებისთანავე ვაგრძელებთ ტრავერს მარჯვენა მხარეს 100 მ, ფართო პლატფორმამდე. აქედან მივუყვებით გაშლილ ბუხარს რომლითაც გავდივართ ქედზე.
P5 - მივუყვებით ქედს და 70მ-ში გავდივართ მწვერვალზე.
დაშვება იგივე მარშრუტით
მარშრუტის ხანგრძლივობა: 7-8 საათი.