მყინვარწვერი აღმოსავლეთ ქედიდან

AD+, WI 3, 1200m, (3B RUSS)

მყინვარწვერის აღმოსავლეთ ქედის მარშრუტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული გზაა კლასიკური მარშრუტის შემდეგ.

მარშრუტი კარგად შეეფერება საშუალო დონის ალპინისტებს. გაითვალისწინეთ, რომ ასვლამდე აუცილებელია კარგი აკლიმატიზაციის გავლა.

მარშრუტი

მარშრუტი იწყება ბეთლემის ქოხიდან (მეტეოსადგურიდან). პირველ ეტაპზე მივდივართ ბეთლემის ეკლესიის მიმართულებით.

ბეთლემის ეკლესიიდან გავდივართ აღმოსავლეთისკენ და შევდივართ დიდ თოვლიან ფერდზე (დაახლ. 25–30 გრადუსიანი დახრილობა), სადაც ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია მოძრაობა თოკში ჩაუბმელად. ფერდის გავლის შემდეგ მივდივართ კლდოვან მონაკვეთამდე, სადაც სიტუაციის მიხედვით ვარჩევთ უსაფრთხო გასავლელ ხაზს. კლდოვანი მონაკვეთის შემდეგ კვლავ გავდივართ თოვლიან ფერდზე და ვაგრძელებთ ასვლას, სანამ არ მოვხვდებით სამხრეთ ქედზე („პლეჩომდე“). ქედის დასაწყისში შესაძლებელია კარვის გაშლა.

ქედიდან ვაგრძელებთ მოძრაობას ჩრდილოეთის ფერდზე (დაახლ. 30–40 გრადუსიანი დახრილობა). ფერდის დასაწყისამდე აუცილებელია თოკში ჩაბმა. ასვლას ვაგრძელებთ კლდოვან კბილამდე.

ამ ეტაპზე ფერდობი ციცაბო ხდება და გვხვდება ყინულის მონაკვეთები (დაახლ. 40–45 გრადუსი). შესაძლებელია საჭირო გახდეს ყინულის ბურებით დაცვითი წერტილების მოწყობა ან თოკის გაჭიმვა. ფერდის შუა ნაწილში ასვლის შემდეგ ვხვდებით ნალის ფორმის პატარა პლატოზე. აქედან, მცირე ყინულიანი ფერდის გავლით, გავდივართ დიდ პლატოზე. ამ პლატოდან ჩრდილოეთის მიმართულებით ფერდით მივდივართ მწვერვალზე.

მეტეოდან გასვლის დრო: ღამის 2 საათი. მარშრუტის ხანგრძლიობა (ბეთლემის ქოხიდან - მწვერვალამდე): 8-10 საათი დაშვება: დაშვებას ვახორციელებთ კლასიკური მარშრუტით.  


 

რა დაგჭირდებათ

  1. ყინულის ინსტრუბენტები