მწვერვალი თიკანაძე

PD (2A RUSS)

მარშრუტი

ჭაუხის საბაზო ბანაკიდან (camp 1), ბანაკიდან მივემართებით ჭაუხის მთავარი მასივისკენ. მორენის გავლის შემდეგ შევდივართ მარჯვნივ ფერდზე. ავგივართ ფერდს და ვხვდებით სფინქსის ფორმის ქვისკენ. აწედან შევდივართ მარჯვნივ და ცოტახანში გავდივართ ქედზე. მივყვებით ქედს ბოლომდე და გადავდივართ ზომიერად ნაყარ ფერდზე. გადავუხვევთ მარჯვნივ და გავდივართ უღელტეხილზე — დაახლოებით 200 მეტრი.

აქედან იწყება მარშრუტი. ამ ადგილიდან ერთდროული ჩაბმით მივყვებით ქვიან ქედს მარცხნივ. დაახლოებით 800 - 900 მეტრი. ეს მარშრუტი უმეტესად სასიარულოა. მწვერვალამდე ქედის ბოლოს არის 50 მეტრიანი martivi კლდოვანი კედელი, რომლის ზემოთაც მდებარეობს მწვერვალი.

ჩასვლა: მწვერვალიდან ქედით მივდივართ დასავლეთით. მარჯვნივ გვხვდება კულუარი რომლის დაშვებისას ვხვდებითცირკში. გადავკვეთავთ ცირკს და ავდივართ ნაშალ ფერდზე. ვხვდებით მარშრუტის დასაწყისში. (წედზე) აქედან ვეშვებით ბალახიან ფერდობზე ბანაკისკენ იგივე გზით როგორც მოვედით.

ხანგრძლივობა: 7-8 საათი.