ცოცვა შავი ზღვის სანაპიროზე
შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმის მახლობლად, შეგიძლიათ ეწვიოთ ულამაზეს საცოც სექტორებს.
თუ გსურთ შავი ზღვის სანაპიროზე ცოცვა, ბათუმის სიახლოვეს შეგიძლიათ ეწვიოთ ულამაზეს სექტორებს და მიიღოთ დაუვიწყარი გამოცდილება. სექტორების უმეტესობა უშუალოდ ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.
მარშრუტების სირთულიდან გამომდინარე, ეს ადგილები განსაკუთრებით საინტერესოა დამწყები და მოყვარული სპორტსმენებისთვის, ასევე შესანიშნავია დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და ახალი გამოცდილების შესაძენად.
როგორ მივიდეთ
მისასვლელი გზა და ტრანსპორტირება: მანძილი დედაქალაქ თბილისიდან ბათუმამდე 380 კილომეტრია. თბილისიდან ბათუმში ჩასვლა შეგიძლიათ როგორც ავტომობილით, მატარებლით ან ავტობუსით, ასევე შიდა ფრენით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
საცოცი სექტორები ბათუმიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს. სექტორებამდე მისასვლელად საუკეთესო საშუალება პირადი ან დაქირავებული ავტომობილია, თუმცა ზოგიერთ სექტორთან მოსახვედრად ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
განთავსება/დარჩენა: ბათუმსა და მის მიმდებარედ ხელმისაწვდომია უამრავი სასტუმრო და საოჯახო სასტუმრო (Guesthouse) საფასო კატეგორიების ფართო არჩევანით. გარდა ამისა, ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია კარვებით დაბანაკება.
საუკეთესო დრო
საცოცი სექტორების უმრავლესობა დღის უმეტეს ნაწილს მზეზეა, თუმცა არის ჩრდილიანი სექტორებიც.
ზაფხულში, მაღალი ტენიანობის გამო, ცოცვა ხშირად არაკომფორტულია. ცოცვისთვის ბევრად სასიამოვნო პერიოდია გაზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში ხშირია ნალექი (უმეტესად წვიმა), რის გამოც აუცილებელია ამინდის პროგნოზის წინასწარ შემოწმება.
რა დაგჭირდებათ
- 10 ექსპრესი
- თოკი 40მ
- დაცვის ქამარი
- დაცვის სისტემა
- ჩაფხუტი
- საცოცი ფეხსაცმელი (სკალნი) & მაგნეზიის ტომატა
ინფორმაცია
გუგა - Mail: [email protected] Tel: (+995) 557 300 700
თემო - Mail: [email protected] Tel; (+995) 598 45 70 48