ბირთვისის კანიონი მდებარეობს 40 კმ - ში თბილისიდან. ზ.დ 1077 მ. აქ თქვენ შეძლებთ ცოცვით, კანიონინგით და ტრეკინგით დაკავებას. საცოცო რეგიონში მარშრუტების უმეტესი ნაწილი ბოლდერინგია, მაგრამ არის სპორტული მარშრუტებიც.
საფეხმავლო გზა სოფელი ტბისი-დან, საიდანაც უნდა აუყვე ბილიკს. როცა დაინახავ ნიშნულას წარწერით „ბირთვისის ბუნებრივი ძეგლი“ – ეს ნიშნავს რომ სწორ გზაზე დგახარ. სამწუხაროდ, ბილიკი არ არის მონიშნული და სჯობს Wikiloc-დან ჩამოტვირთო ტრეკი ან დაიხმარო – Maps.me.
საუკეთსეო დრო ბირთვისში საცოცად: გაზაფხული და შემოდგომაა. ზაფხულის პერიოდში კანიონში ძალიან ცხელა. ზამთრის პერიოდში უმეტესად საკმაოდ ცივა, მაგრამ ხშირია თბილი ამინდი, როდესაც შესაძლებელია ცოცვა. ბირთვისის კანიონში ცოცვა წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თუმცა, ზაფხულში აქ საკმაოდ ცხელა და მიმდებარედ სასმელი წყალიც შრება. ძლიერი წვიმების შემდეგ სჯობს არ ეწვიო ამ ადგილს, რადგან ზოგიერთ ადგილას ძალიან ტალახიანია და წყლის დონეც მაღლა იწევს.
გზა საცოცი სექტორებისა და კანიონისკენ იწყება სოფელ ტბისიდან, სადაც თქვენ მოგიწევთ მანქანის დატოვება და 45 – 60 წთ. ფეხით სიარული ტყის ზონაში ( იხილეთ რუკა). მანქანა სასურველია 4X4 - ზე.
რეგიონში გაჩერება მხოლოდ კარვითაა შესაძლებელი. საკარვე ადგილი საცოცი რეგიონების შუაში მდებარეობს და მარშრუტებამდე მისასვლელად მაქსიმუმ 5წთ - ია საჭირო. წყლის ავსება კემპინგიდან ზევით მიმავალ გზასთან არსებულ მდინარეზეა შესაძლებელი.
გუგა: Tel. (+995) 557 300 700 Mail. [email protected]
თემო: Mail. [email protected]
სპორტული ცოცვისთვის დაგჭირდებათ:
ბოლდერინგის საცოცად დაგჭირდებათ 'ქრეშპადები' (crash bad)
სპორტული მარშრუტების სირთულე 5A - დან 7C - მდე მერყეობს. ბოლდერინგიდ სირთულე V1-დან V7-მდე მერყეობს. არის პროეკტებიც. ამიტომაც აქ ცოცვა დამწყები და მოყვარული მცოცავებისთვის იდეალურია.
იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ მარშრუტების გაკეთებას ამ რეგიონში, გთხოვთ, აცნობოთ ადგილობრივ მეკლდეურებს თქვენი გეგმების შესახებ, წინააღმდებ შემთხვევაში თქვენი მაშრუტები შესაძლებელია დემონტაჟს დაექვემდებაროს.
აგრეთვე აკრძალულია Drytooling-ის ცოცვაც!
გამოიყენეთ ჩაფხუტი თქვენი უსაფრთხოებისათვის !
All information about rock climbing in Georgia. Indoor and Outdoor Climbing Zone. mountaineering ice and mixt climbing in georgia
More