ცოცვა ჭიათურაში
ჭიათურა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული საცოცი რეგიონია საქართველოში.
ჭიათურა მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340–500 მეტრზე, გომი–საჩხერე–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ქალაქი თბილისიდან 180 კილომეტრშია დაშორებული, მოსახლეობა კი 12 803 ადამიანს შეადგენს.
ჭიათურის რეგიონი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე გამორჩეული საცოცი ადგილია. საცოცი მარშრუტები არის როგორც უშუალოდ ქალაქში, ისე მის მიმდებარე სოფლებში. რეგიონს ცოცვის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, რის გამოც ახალი საცოცი სექტორები აქ დღემდე აქტიურად ემატება.
მარშრუტი
როგორ მივიდეთ
ჭიათურა დედაქალაქ თბილისიდან 180 კილომეტრში მდებარეობს. მსუბუქი ავტომობილით მგზავრობას დაახლოებით 2–2.5 საათი სჭირდება. საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობისას, შეგიძლიათ ჩახვიდეთ თბილისი–ჭიათურის სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით), ქალაქიდან კი საცოც სექტორამდე მისვლას ფეხით ან ადგილობრივი ტაქსით შეძლებთ (იხილეთ რუკა). ღამისთევისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ქალაქში არსებული ჰოსტელებით ან მიმდებარე სოფლებში მოწყობილი მეკლდეურთა ბანაკებით (კემპინგებით).
საუკეთესო დრო
ჭიათურაში ცოცვისთვის საუკეთესო სეზონებია ზამთარი, გაზაფხული და შემოდგომა. ზაფხულში ამ რეგიონში საცოცად ძალიან ცხელა, თუმცა ცოცვა მაინც შესაძლებელია ადრე დილით — 08:00-დან 11:00 საათამდე, სანამ სიცხე პიკს მიაღწევს. წლის ნებისმიერ პერიოდში სასურველია წინასწარ შეამოწმოთ ამინდის პროგნოზი, რათა წვიმამ ცოცვაში ხელი არ შეგიშალოთ.
რა დაგჭირდებათ
- 20 ექსპრესი
- თოკი 60მ
- დაცვის ქამარი
- დაცვის სისტემა
- ჩაფხუტი
- საცოცი ფეხსაცმელი (სკალნი) & მაგნეზიის ტომატა
ინფორმაცია
მოგვწერეთ შეტყობინენა და ჩვენ სულ მალე გიპასუხებთ.
Guga - Mail: [email protected] Tel: (+995) 557 300 700
Temo - Mail: [email protected] Tel; (+995) 598 45 70 48