ცოცვა ჭიათურაში

ჭიათურა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული საცოცი რეგიონია საქართველოში. აქ გვაქვს მაღალი კედლები 50-150მ რომელიც ჯერჯერობით უმეტესად არაა ათვისებული, მაგრამ გვაქვს 2 რეგიონი 30 მარშრუტით სადაც შეგიძლიათ სასიამოვნოდ ცოცვა.

Best time to climb

ჭიათურაში ცოცვისთვის საუკეთესო სეზონია ზამთარი, გაზაფხული და შემოდგომა. ზაპხულში ამ რეგიონში საცოცად ძალიან ცხელა. ცოცვა შესაძლებელია დარე დილას, 10.00-11.00 საათამდე. წლის სხვა პერიოდში სასურველია ამინდის შემოწმება რათა წვიმამ არ შეგიშალოთ ცოცვაში ხელი

How to get there

ჭიათურა მდებარეობს დედაქალაქ თბილისიდან 180 კმ-ში. მანქანით დაგჭირდებათ დაახლოებით 2.0-2.5 საათი. საქალაქთაშიორისო ტრანსპორთით დაგჭირდებათ თბილისი-ჭიათურა სამარშრუტო ტაქსით ჩახვიდეთ ჭიათურაში, აქედან ფეხით ან ტაქსით შეძლებთ ახვიდეთ საცოც სეკტორამდე. (იხილეთ რუკა)

თქვენ შეგიძლიათ დარჩენა ქალაქში ჰოსტელში ან კაცხის სახლში. კაცხის სახელი მდებარეობს ქალაქიდან 9 კილომეტრში, სოფელ კაცხში. (იხილეთ მეტი)

Info

მოგვწერეთ შეტყობინენა და ჩვენ სულ მალე გიპასუხებთ.

Guga - Mail: [email protected]    Tel: (+995) 557 300 700

Temo - Mail: [email protected]    Tel; (+995) 598 45 70 48

What you need

  1. 20 ექსპრესი
  2. თოკი 60მ
  3. დაცვის ქამარი
  4. დაცვის სისტემა
  5. ჩაფხუტი
  6. საცოცი ფეხსაცმელი (სკალნი) & მაგნეზიის ტომატა

Route

ამ რეგიონში მუდმივად ვამატებთ ახალ მარშრუტებს. მარშრუტები 5A- დან 8A- მდეა. აგრეთვე გვაქვს 3, 2 თოკიანი მარშრუტი (მულტიპიჩი).

უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენეთ ჩაფხეტი!

საცოც რეგიონში მარშრუტების კეთება(დაშლამბურება) ადგილობრივი მეკლდეურების გარეშე სასტიკად აკრძალულია !
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აპირებთ მატშტუტების გაკეთებას ჭიათურაში აუცილებლად შეატყობინეთ ადგილობრივ მეკლდეურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მარშრუტი შესაძლებელია დემონტაჟს დაექვემდებაროს.

"Drytooling"-ის ცოცვა რეგიონში სასტიკად აკრძალულია!

 

Go Back All Articles