ცოცვის ფესტივალი სვერში
15 და 16 ივლისს სვერის სათავგადასავლო ბანაკისა და საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება ცოცვის ფესტივალი სვერში. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ფესტივალის პროგრამა:
15 ივლისი
17:00 – 23:00
ფესტივალის გახსნა, ქემფინგი, პიკნიკი, კოცონი, მუსიკა, თამაშები, გართობა, მეგობრული და განმტვირთავი გარემო
16 ივლისი
შეჯიბრის დაწყება: 12:00
შეჯიბრის დასრულება: 17:00
დაჯილდოვება: 18:00
ფესტივალის საზეიმო დახურვა: 19:00
ფესტივალის აღწერა:
ფესტივალზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მეკლდეურს, როგორც პროფესიონალს ისე მოყვარულს, წინასწარი რეგისტრაციის შედეგად. მონაწილეებს მოეთხოვებათ ქვედა დაცვით ცოცვის გამოცდილება. 2009 წელს (13-14 წელი) დაბადებულები და უფრო უმცროსი ასაკის ბავშები ფესტივალზე არ დაიშვებიან.
ფესტივალის მონაწილეები ვალდებულნი არიან იქონიონ სრული ეკიპირება !!!
მათ ადგილზე დაურიგდებათ მონაწილის ბარათები, სადაც შეტანილი იქნება 40-მდე საცოცი ლაინი. მონაწილის მიერ ლაინის გავლა ფასდება მხოლოდ მსაჯის ხელმოწერით.
მონაწილის ბარათის ჩაბარების ბოლო ვადაა 17:00 საათი.
გოგოებში და ვაჟებში, საუკეთესო სამეული გამოვლინდება დაგროვილი ქულების ჯამით.
ფესტივალში მონაწილეობის მიღების მსურველებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე https://shorturl.at/FGIU1
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 ივლისი, 2023 წელი.
ფესტივალის პირველ დღეს, 15 ივლისს, რეგისტრირებულ მონაწილეს შეუძლია ბანაკში ჩამოსვლა, რისთვისაც ბანაკი მათ უზუნველყოფს საკარვე ადგილით, სველ წერტილიზე, საშხაპესა და Wi-Fi -ზე წვდომით (საკარვე აღჭურვილობა, კვება და ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს თვითონ).
საღამოს განმავლობაში და ფესტივალის დღეს, ბანაკის ტერიტორიაზე დაუკრავს დიჯეი.
ფესტივალის გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.
ფესტივალის რეგისტრირებულ მონაწილეებს სურვლის შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ მიკროავტობუსით, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას 16 ივლისს თბილისი-სვერი-თბილისი.
შეკრების ადგილი ვარდების მოედანი (ველოსიპედის ძეგლთან) 16 ივლისი.
შეკრება - 07:30
მიკროავტობუსების გასვლა თბილისიდან სვერში -08:00
გამგზავრება სვერიდან თბილისში - 20:00
16 ივნისს ფესტივალის მსვლელობისას რეგისტირებული მონაწილეებითვის უფასოდ დარიგდება ხილი, ტკბილეული, წყალი, ენერგეტიკული სასმელი.
ბანაკის ტერიტორიაზე ფესტივალის სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამაგრილებები და ცხელი სასმელები, ასევე სხვადასხვა სახის საკვები პროდუქცია.
საცოც ტერიტორიაზე არ დაიშვებიან უჩაფხუტო და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სტუმრები.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს (16 წლამდე ასაკის მონაწილეს აუცილებელია ახლდეს მეურვე).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :
ინფორმაცია
557 300 700 გუგა დაბრუნდაშვილი
599 780 067 ლევან გოგოლაძე
საცოც რეგიონზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვირთ გვერდს - ცოცვა სვერში