ცოცვა სვერში (ჭიათურა)

სვერი საცოცი რეგიონი შედარებით ახალია მაგრამ მიუხედავად ამისა აქ საკმაოდ ბევრი სპორტული მარშრუტია. მარშრუტების კეთება დაიწყო 2018 წელს. რეგიონი პერსპეკტიულია როგორც საცოცი სექტორების ათვისებისთვის ასევე სხვა სპორტული აქტიობებებისთვის. რეგიონში თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ არამხოლოდ ცოცვით არამედ ბევრი სხვა აქტიობით

სხვა აქტიობები

სვერშო არის რამდენიმე ძველი ციხესიმაგრე, მონასტერი და მრავალი ლამაზი. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არის რამდენიმე ტბა და ჩანჩქერი სადაც შესაძლებელია ნავით გასეირნება და ბანაობა ზაფხულის ცხელ დღეებში.

 

Best time to climb

ზამთრის გარდა, სვერში ცოცვა იდეალურია გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

კლდეებიის დიდი ნაწილი ჩრდილოეთისკენ არის მიმართული, რაც იმას ნიშნავს რომ დღის უმეტესი ნაწილი ისინი ჩრდილშია (1-2 საათის შემდეგ) და ზაპხულის დღეებში აქ ცოცვა ძალიან კომპორტულია. წელიწადის ცივ დროს აქ საცოცვა საკმაოდ არაკომფორტულია ამინდის გამო და ჩვენ გირჩევთ ეწვიოთ ჭიათურის და კაცხის საცოც სექტორებს.

How to get there

სოფელი სვერი მდებარეობს ქალაქ ჭიათურასთან თბილისიდან 170 კმ-ში.


სვერამდე მისვლა შეგიძლიათ მიკროავტობუსით თბილისიდან, დიდუბის სადგურიდან, ქალაქ ჭიათურაში. ჭიათურიდან შეგიძლიათ მიკროავტობუსით ან ტაქსით გაემართოთ სოფელ სვერში, რომელიც 11 კმ-თია დაშორებული. სოფელ სვერის ავტობუსის გაჩერებიდან დაახლოებით 400 მეტრია გასავლელი საცოც სექტორამდე.
ტერიტორია არ არის მარკირებული ბოლომდე, მაგრამ არის რამდენიმე მიმართიულების მიმცემი ნიშანი სოფლის დასაწყისში შეგხვდებათ რეგიონის ნიშანი მიმართულებით და სოფლის ბოლოს არის ნიშანი "Climbing Zone" და იქიდან დაახლოებით 50 მეტრია კლდეებამდე.

თუ თქვენ გამოიყენებთ პირად ავტომობილს რეკომენდირებულია იყოლიოთ 4X4ზე მანქანა. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფლის შიგნიტ გადაადგილება შეიძლება გაგიჭირდეთ.

დარჩენა რეკომენდირებულია სექტორების ძირში მდებარე კემპინგში "Sveri adventure camp". კემპინგი სექტორებისკენ მიმავალ გზაზა მდებარეოდს და მისი მოძებნა არ გაგიჭირდებათ. აქ თქვენ დაგხვდებათ მოწყობილი საკარვე ადგილი და რამდენიმე კოტეჯი. აგრეთვე შხაპი, სამზარეულო და სველი წერტილები.


საკვები და მარაგი

სურსათის შეძენას გირჩევთ ქალაქ ჭიათურაში. აქ არის ადგილობრივი აგრარული ბაზარი, მრავალფეროვანი მაღაზიები და უამრავი საცხობი, რომლებიც გთავაზობთ ყოველდღიურად გამომცხვარ ახალ პურს, ხაჭაპურს და ლობიანს.
სამწუხაროდ, სვერში საკვები პროდუქტების ბაზარი აღარ არის, ასე რომ თქვენ უნდა თან წაიყვანეთ მთელი თქვენი მარაგი.წყლის აღება შეგიძლიაღ სოფლის წყაროებზე.წყაროები სუფთაა და სასმელად გამოსადექი.

Info

გუგა - Mail: [email protected]    Tel: (+995) 557 300 700

თემო - Mail: [email protected]    Tel; (+995) 598 45 70 48, (+995) 557 300 700

 

What you need

  1. 12 ექსპრესი
  2. 50m თოკი
  3. დაცვის ქამარი
  4. დაცვის სისტემა
  5. ჩაფხოტი
  6. საცოცი ფეხსაცმელი (სკალნები) და მაგნეზიის ტომარა

Route

საცოცი სეკტორებთან მისასვლელი გზა საკმაოდ მარტივი მისაგნებია.

მარშრუტების უმეტესობა 10-25 მეტრია, სირთულე 5A- დან 7C- მდე.

გამოიყენეთ ჩაფხუტი თქვენი უსაფრთხოებისათვის !

საცოც რეგიონში მარშრუტების კეთება(დაშლამბურება) ადგილობრივი მეკლდეურების გარეშე სასტიკად აკრძალულია !
იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ მარშრუტების გაკეთებას ამ რეგიონში, გთხოვთ, აცნობოთ ადგილობრივ მეკლდეურებს თქვენი გეგმების შესახებ, წინააღმდებ შემთხვევაში თქვენი მაშრუტები შესაძლებელია დემონტაჟს დაექვემდებაროს.

აგრეთვე აკრძალულია Drytooling-ის ცოცვაც!

Go Back All Articles