ცოცვა სვერში (ჭიათურა)
სვერი ჭიათურის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფად განვითარებადი საცოცი ლოკაციას წარმოადგენს საქართველოში.
სვერი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სადაც 750-მდე ადამიანი ცხოვრობს.
სვერი შედარებით ახალი, თუმცა უკვე საკმაოდ პოპულარული საცოცი ლოკაციას წარმოადგენს. მარშრუტების მოწყობა და სექტორების ათვისება აქ 2018 წლიდან დაიწყო და დღეისთვის უკვე მრავალი სპორტული მარშრუტია გაყვანილი. რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს როგორც ახალი საცოცი სექტორების განვითარების, ისე სხვადასხვა აქტიური ტურიზმის მიმართულებით.
სხვა აქტივობები:
სვერში შეხვდებით რამდენიმე ისტორიულ ციხესიმაგრეს, მონასტერსა და ულამაზეს ბუნებრივ ხედებს. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს ტბები და ჩანჩქერები, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებში შესაძლებელია ნავით გასეირნება და ცურვა.
მარშრუტი
საცოც სექტორებთან მისასვლელი გზა საკმაოდ მარტივი მისაგნებია. იხილრთ რუკა
მარშრუტების უმეტესობის სიგრძე 10-დან 25 მეტრამდეა, ხოლო სირთულე 5a-დან 7c-მდე ვარირებს.
როგორ მივიდეთ
სოფელი სვერი ქალაქ ჭიათურის სიახლოვეს, თბილისიდან დაახლოებით 170 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ მივიდეთ: სვერამდე მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისიდან (დიდუბის ავტოსადგურიდან) ჭიათურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსით. ჭიათურიდან სვერამდე (დაახლოებით 15 კმ) მგზავრობა შესაძლებელია ადგილობრივი მიკროავტობუსით ან ტაქსით. სოფლის ავტობუსის გაჩერებიდან საცოც სექტორამდე ფეხით დაახლოებით 400 მეტრის გზაა გასავლელი. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ბოლომდე მარკირებული არ არის, ორიენტაციისთვის სოფლის დასაწყისში შეგხვდებათ რეგიონის მიმანიშნებელი ნიშანი, ხოლო სოფლის ბოლოს განთავსებულია წარწერა — "Climbing Zone", საიდანაც კლდეებამდე სულ 50 მეტრია (იხილეთ რუკა).
თუ სვერში პირადი ავტომობილით მგზავრობთ, რეკომენდებულია მაღალი გამავლობის (4x4) მანქანის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფლის შიდა გზებზე გადაადგილება შესაძლოა გაგიჭირდეთ.
განთავსება: ღამისთევისთვის შესანიშნავი ადგილია სვერის სათავგადასავლო ბანაკი (Sveri Adventure Camp), სადაც შეგიძლიათ გაჩერდეთ როგორც საკუთარ კარავში, ისე კომფორტულ კოტეჯებში.
საკვები და მარაგი: სურსათის წინასწარ შეძენა რეკომენდებულია ქალაქ ჭიათურაში. აქ დაგხვდებათ ადგილობრივი აგრარული ბაზარი, მრავალფეროვანი მარკეტები და მრავალი საცხობი, სადაც ყოველდღიურად ახლად გამომცხვარი პური, ხაჭაპური და ლობიანი მზადდება. სამწუხაროდ, სვერში სურსათის მაღაზიები და ბაზარი არ ფუნქციონირებს, ამიტომ მთელი საჭირო მარაგი თან უნდა იქონიოთ. რაც შეეხება წყალს, მისი შევსება სოფლის სუფთა და სასმელად ვარგის წყაროებზეა შესაძლებელი.
საუკეთესო დრო
ზამთრის გარდა, სვერში ცოცვისთვის იდეალური პერიოდია გაზაფხულიდან შემოდგომამდე. კლდეების დიდი ნაწილი ჩრდილოეთისკენ არის მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის უმეტეს ნაწილს (დაახლოებით 13:00–14:00 საათის შემდეგ) ისინი ჩრდილში ექცევა. ამის წყალობით, ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი აქ ცოცვა ძალიან კომფორტულია. წელიწადის ცივ პერიოდში სვერში ცოცვა ამინდის გამო საკმაოდ არაკომფორტულია, რის გამოც ზამთარში გირჩევთ ჭიათურის და კაცხის საცოც სექტორებს ეწვიოთ.
რა დაგჭირდებათ
- 12 ექსპრესი
- 50m თოკი
- დაცვის ქამარი
- დაცვის სისტემა
- ჩაფხოტი
- საცოცი ფეხსაცმელი (სკალნები) და მაგნეზიის ტომარა